22 აპრილი 2026

რუსეთის არმიაში უპილოტო საფრენი აპარატის სისტემების დანაყოფი შეიქმნა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო სისტემების ჯარების ფორმირება დაასრულეს. შეიარაღებული ძალების ახალი შტოს მეთაურის მოადგილემ, პოლკოვნიკმა სერგეი იშტუგანოვმა განაცხადა , რომ სტრუქტურა განსაზღვრულია, სარდლობა დანიშნულია, პოლკები და ქვედანაყოფები კი ჩამოყალიბებული.

  • „რუსეთის შეიარაღებულ ძალებში უპილოტო სისტემების ჯარები შეიქმნა. შეიარაღებული ძალების ახალი შტოს სტრუქტურა განისაზღვრა, დაინიშნა მეთაური და ყველა დონეზე შეიქმნა სამხედრო სამეთაურო ორგანოები “, – განაცხადა იშტუგანოვმა.

მისი თქმით, დრონების დანაყოფები უკვე აწარმოებენ საბრძოლო ოპერაციებს ერთიანი გეგმის მიხედვით და ურთიერთქმედებენ სამხედრო დაჯგუფებების სხვა ძალებთან