ზურაბ ჩეკურაშვილი გარდაიცვალა
უბადლო ხელმძღვანელი, კეთილსინდისიერებით, მაღალპროფესიონალიზმით, უდიდესი ავტორიტეტითა და ადამიანური ღირსებებით გამორჩეული პიროვნება, რომელიც სურსათის ეროვნულ სააგენტოს 10-ზე მეტი წლის განმავლობაში თავკაცობდა…
ჩვენი ზურა, ჩვენი ჩეკურა – უაღრესად თავმდაბალი, უაღრესად კაცთმოყვარე, უაღრესად დახვეწილი… ყველას მეგობარი და გულშემატკივარი…
რთულია სიტყვების თავმოყრა… გახევებულია სურსათის ეროვნული სააგენტო, ის სააგენტო, რომელიც 2016 წლის 8 აპრილს, როდესაც ამ კედლებში მეორედ მობრუნდით, სიხარულით გუგუნებდა და ქუხდა!
ასეთი სიყვარული მხოლოდ რჩეულთა ხვედრია!
მშვიდად განისვენეთ, ბატონო ზურა…
♥ ♥ ♥
სურსათის ეროვნული სააგენტოს
მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
თამუნა ჩაჩანიძე
