ბატონ ბიძინას ყველა მოღალატის ადგილი ციხეშია!
რატომ ეზიზღებოდათ მდინარაძე? ბევრი “ოცნებელის” ჩურჩულს გაიგებდით ” აჩკებიანის” ( ასე ეძახდნენ მამუკა მდინარაძეს “ოცნების” კულუარებში ) მიუკარებელბლობის , ცივი ხასიათის შესახებ.
ისმოდა ორი ირაკლის , ღარიბაშვილის და მოქმედ პრემიერ კობახიძის შიდა დაპირისპირების შესახებ. თუმც კონკრეტულად რის შესახებ, არავინ გეტყოდათ.
- იქნებ, მათი გაუმაძღებლობის შესახებ?
- იქნებ, კორუფციაში ჩაფლულობის შესახებ?
- იქნებ, ღალატის შემჩნევის შესახებ?
ირაკლი ღარიბაშვილის მოტრფიალეები სოციალურ ქსელებში ამ დრომდე დუმან და არ იმჩნევენ ფულადი თანხის და ქონების დიდი ოდენობით ამოღების ფაქტს.
წარმოიდგინე და სახე ჩამოტირით TV პირველის ჟურნალისტებსაც კი!
რა საკვირველია, მათ ხომ მთავარი ინფორმირებელი და დამფინანსებელი ხელიდან გამოეცალათ!
არ გჯერათ და თქვენი საქმეა. არც არის ამ წერილის საქმე ვინმეს მორწმუნედ ქცევა.
დაიჯერებთ, მაშინ , როდესაც ამ მავნებელ ათამდე ე.წ. გავლენიან ჟურნალისტს “მოუკვდებათ ჩიტები” , შემოელევათ დეტალური ინფორმაციები ამა თუ იმ გეგმის, პროექტის , პიროვნების შესახებ.
დაიჯერებთ, მაშინ, როდესაც სამართლიანი სასამართლო ( მჯერა , რომ ღარიბისტები ამას ” უსამართლოს”, “მართულს” და ა.შ. უწოდებთ!) , როგორც ბატონმა გიორგი ვოლსკიმ ბრძანა : “გამოძიება საკმაოდ მყარი მტკიცებულებების ერთობლიობის გათვალისწინებით ამ საქმეს მოიგებს” , ანუ ამ 7 მილიონის პატრონებს როდესაც ვერ დაადასტურებენ მის წარმომავლობას, მიუჩენს ადგილს, სადაც ჯერ არს!
მე მადლობა მინდა ვუთხრა ქვეყნის სადარაჯოზე მდგარ ადამიანებს , უპირველს ყოვლისა – სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსს მამუკა მდინარაძეს , შს მინისტრს – გეკა გელაძეს, გენერალურ პროკუროს- გიორგი გვარკიძეს !
დამერწმუნეთ, ძალიან, ძალიან დიდი გამბედაობა და მორალური ძალა უნდა ასეთი გადაწყვეტილების მიღებას და აღსრულებას, როდესაც ბრალდებას უყენებ ადამიანს, რომელიც გუშინ შენს გვერდით იდგა და მეგობარს უწოდებდი.
დღეს გიღალატა და გაგყიდა!
– გიკვირდათ ხომ, წლების მანძილზე ვინ აწვდიდა ბატონ ბიძინა ივანიშვილის შესახებ მსგავს დეტალურ ინფორმაციებს, რომელსაც ერთი კუდის მიბმით, ისე ამახინჯებდა ეს სიბოროტისგან გაშავებული კაცი, რომ მარტივად აჯერებდა საკუთარ სექტას!
დიახ, შავ-ნოდარამ , სწორედ ღარიბაშვილის პრემიერობის ეპოქაში , უმოკლეს დროში შეიძინა და აიშენა სასახლე საგურამოში, როცა მცხეთის მერია, აბსურდული მიზეზით საკუთარს არ ურეგისტრირებს ადგილობრივებს.
არა მხოლოდ მან, თბილისში “კალოშებით” ჩამოსულმა ბევრმა მოჟურნალისტო არსებამ!
მათ , რომ ვინმე მიადგეს ქონების კანონიერების დადასტურებისათვის , ხომ იტყვიან, ირაკლი კი არ გვაფინასებდა, ტერორია, 37 წელია ქვეყანაში ხალხო, ჩვენც მოგვადგნენ-ო!
ღარიბაშვილის დანიშნული იყო მცხეთის ფაშისტური (ნაციონალური) მოძრაობის მხარდამჭერი მერი, ბაჩო ახალიას მარჯვენა ხელი, მცხეთის შს სამმართველოს და კონტრდაზვერვის უფროსი უფროსი 2012 წლამდე დიმიტრი ზურაბაშვილი, 400 .000 $ -ის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული მცხეთის ყოფილი მერი გიორგი კაპანაძე …
იცით რა არის ძნელი?
როცა, შვილივით ზრდი ადამიანს და ის გიღალატებს!
ბატონი ბიძინას არ იყოს- ” რაც გინდა დაუძახეთ, არა”, კონკრეტული სახელი უნდა ერქვას ესეთ ადამიანს- მსჯავრდებული!
არ შეიძლება უღალატო ადამიანს , რომელმაც საქართველოს იხსნა ნეოფაშიზმისგან, შენი ოჯახის წევრები გამოგლიჯა ფაშისტურ რეჟიმს.
ჩემს პირად აზრს მოგახსნებთ.
არ გეგონოთ ისტორია კეთილი ზღაპარის თხრობის. გარკვეული აქტიური პროცესები ბატონ ბიძინას პოლიტიკაში მესამე , იძულებით მოსვლამდე ხდებოდა.
სამმა მეგობარმა , ქვეყანის პრემიერ -მინისტრმა “ნიფნიფმა” -ირაკლი ღარიბაშვილმა, ქვეყნის ხერხემალმა ,” ქართუს” ” პრარაბმა” , შემდგომში უსაფრთხოების სამსახურის ექს .შეფმა, “ნაფნაფმა”- გრიგოლ ლილუაშვილმა იხელთეს რა შესანიშნავი დრო, შეიამხანაგეს ერთ ჟამს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამდებობაზე, ყოვლად გაურკვეველი გზით მოხვედრილი” Чорт его знает” – ოთარ ფარცხალაძე (რომანოვი ) და გადაწყვიტეს ვინც მათ ჩააცვა მისი- ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი ხერხით გზიდან ჩამოცილება.
მსგავსი უმადურობის მიზეზი მათთვის- ქვეყნის სალაფავი ბერკეტების გამოცლა გახლდათ.
არ მითხრათ ეხლა, რომ ის ამოღებული 7 მილიონი ექს. პრემიერ ღარიბაშვილის მამის- ტარიელის საპენსიო დანაზოგია!
ასე, რომ კიდევ ბევრჯერ გავიმოერებ: არავის ვალი არ მაქვს, არც ფინანსური, არც მორალური…კიდევ რის ვალი შეიძლება იყოს? არც თანამდებობიდან გათავისუფლების შიში მაქვს, ვარ და ვიქნები ბატონ ბიძინას გვერდით, გავიმეორებ- მისი ყველა მოღალატის ადგილი- ციხეშია!
ჟურნალისტი : გოჩა ნაჭყებია
