სუს-ი: ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 7 მილიონ 2 200 $, ოქრო, საათები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გუშინ ჩატარებული ჩხრეკის თაობაზე დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები.
შედეგად, სუს-ის განცხადებით, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, ჯამში 7 მილიონ 2 200 აშშ დოლარისა და 136 ათასი ლარის ოდენობით, 198 ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები.
- „გუშინ, დილის 10 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა 24 ბინა და საცხოვრებელი სახლი, ასევე ჩატარდა პირადი ჩხრეკები. ღონისძიება ჩატარდა, როგორც თბილისში, ასევე დედოფლისწყაროს ვანის, ჩოხატაური და ბორჯომის რაიონებში. გაიჩხრიკა მოქალაქეების ირაკლი ღარიბაშილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრა, იგივე სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები“,- განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.
