ანტუნის ენაზე უნდა გითხრათ – “მაგრად დაგერხათ“,- ხაბეიშვილი
ნაცმოძის “ბეზ პიწი მინუტ” შეფი, ნაც.რეჟმის ყოფილი პროკურორის ვალერი გრიგალაშვილის “ბოძებზე გაკვრის” კვალდაკვალ, პრემიერ ღარიბაშვილს “პოლიტიკური წარღვნით” ემუქრება.
– “ წინ ძალიან დიდი პოლიტიკური წარღვნა გელოდებათ ბატონო ირაკლი.
ამასაც ვერ გაიგებთ რა ენაზე ვსაუბრობ, ჩემი აზრით, თქვენ ანტუნის ენაზე უნდა გითხრათ – “მაგრად დაგერხათ“,- იმუქრება ხაბეიშვილი.
ყოველშემთხვევისთვის, გთავაზობთ “გროზნი ხაბეს” ბიოგრაფიას.
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციასთან არსებული უნივერსიტეტი “მცირე აკადემია“,სპეციალობა: ბიზნესი.
2006-2008წწ. სოციალური კვლევის ინსტიტუტი “ბი-სი-ჯი”; 2008-2010წწ. თბილისის მერია, ისანი-სამგორის რაიონის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი; 2010-2012წწ. ისანი-სამგორის რაიონის სპორტის კომიტეტის ხელმძრვანელი;2012-2013წწ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფინანსური სამსახურის წამყვანი სპეციალისტი; 2013-2014წწ. მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურში უფროსის მოადგილე; 2014 წელს მეგობრებთან ერთად დააფუძნე მონიტორინგის ცენტრი “მედიატორი”; 2017-2020წწ. თბილისის საკრებულოს დეპუტატი; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.
ხაბეიშვილი 2012 წელს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიაში, მისივე თქმით, 153-ე ადგილს იკავებდა.