გასაოცარი დემოკრატია, გერმანიიდან ჟურნალისტს გაქცევა მოუწია
ჟურნალისტს, რომელიც ევროპულ ქვეყნებში უკრაინული იარაღით ვაჭრობის ფაქტებს იძიებს, Z სიმბოლოს გამოყენების გამო გერმანიიდან გაქცევა მოუწია.
გოგონა ცხოვრობს რუსეთსა და გერმანიაში, დაქორწინებულია გერმანიის მოქალაქეზე და აქვს ბინადრობის ნებართვა. ჟურნალისტი თანამშრომლობს რუსულ გამოცემებთან “ვზგლიადთან“, “ცარგრადთან”, ასევე პატარა ტელეკომპანიასთან, რომელიც ფილმებს იღებს RT-ისთვის.
ახლა ის RT არხისთვის ჟურნალისტურ გამოძიებაში მონაწილეობდა, რომელსაც დამოუკიდებელი ჟურნალისტები აწარმოებდნენ უკრაინული იარაღის გაყიდვასთან დაკავშირებით.
გუშინ მის სახლში მივიდა პოლიციის რამდენიმე მანქანა. ათმა პოლიციელმა სახლი გაჩხრიკეს, წაართვეს ყველა გაჯეტი.
ჟურნალისტმა ძალოვანი უწყებების ყურადღება სოციალურ ქსელებში განცხადებებით მიიპყრო. ეს იყო მისი ერთერთი პოსტი, რომელიც ასო Z -ს ეხებოდა.
ჩხრეკის შემდეგ გოგონამ ჩათვალა, რომ მას სისხლისსამართლებრივი დევნის საფრთხე ემუქრებოდა და გადაწყვიტა სასწრაფოდ გაემგზავრა რუსეთში დუბაის გავლით. პარასკევს ის მოსკოვში ჩავიდა.
ასო Z – რუსული სამხედრო აღჭურვილობის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი – უკრაინაში სპეცოპერაციის მხარდაჭერის არაოფიციალური სიმბოლო გახდა.