4 თებერვალი 2026

სარკოზიმ 2007 წლის არჩევნები კადაფის 50 მილიონით მოიგო

სალომე ზურაბიშვილის მეგობარს, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს- ნიკოლა სარკოზის, 2007 წელს ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფისთან კორუფციული შეთქმულებისთვის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ასევე 100 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

პარიზის სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია, რომ სარკოზიმ 2007 წლის არჩევნები კადაფის 50 მილიონი ევროთი მოიგო.
სხვათა შორის, სარკოზი პირველი ფრანგი ლიდერი გახდა, რომელსაც ელექტრონული სამაჯურის ტარება დაევალა. ყოფილი პრეზიდენტი ადრე დამნაშავედ ცნობილ იქნა 2012 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების დასაშვები ლიმიტის 18 მილიონი ევროთი გადაჭარბებაში.