ელჩების დიდი ნაწილი საკუთარ თავს წარმოაჩენს როგორც სიძულვილის ელჩი
რეალურად დღეს, ქართველი ხალხის თვალში ევროპული ბიუროკრატია ასოცირდება რადიკალიზმთან, ძალადობასთან, დემოკრატიის უგულებელყოფასთან, ყველა ამ არასწორ განვითარებასთან, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხარეს. ელჩების დიდი ნაწილი საკუთარ თავს ქართული საზოგადოების წინაშე წარმოაჩენს, როგორც სიძულვილის ელჩი, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
- “რა თქმა უნდა, პირდაპირ უარყოფითად აისახება არა მარტო ევროპული ბიუროკრატიის, არამედ ევროკავშირის იმიჯზე და რეპუტაციაზე ჩვენი საზოგადოების თვალში.
- ეს პროცესი უნდა შეჩერდეს, ამისთვის მნიშვნელოვანია ელჩები იქცეოდნენ, პირველ რიგში, კეთილსინდისიერად, ვენის კონვენციის შესაბამისად, არ აღვივებდნენ უხეშად საზოგადოების თვალში რადიკალიზმს, სიძულვილს ჩვენს ქვეყანაში.
- არ შეიძლება ევროპელი ელჩები თავს წარმოაჩენდნენ ქართული საზოგადოების წინაშე, როგორც სიძულვილის ელჩები.
- დღეს ასეა, ელჩების დიდი ნაწილი საკუთარ თავს ქართული საზოგადოების წინაშე წარმოაჩენს როგორც სიძულვილის ელჩი.
- ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა. კიდევ ერთხელ, ის უარყოფითად აისახება ევროკავშირის იმიჯზე საქართველოში და ეს პროცესი უნდა შეჩერდეს“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
