აკაცუკთა მეფე: 8:00 საათზე ხელისუფლება უკვე გადმობარებული უნდა იყოს
4 ოქტომბერს საზოგადოებისთვის ტექნიკური მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი გამოცხადდება. 8:00 საათზე მშვიდობიანი დამხობა უკვე დასრულებული იქნება. უკვე გადმობარებული უნდა იყოს ხელისუფლება . ჩემი გადმოსახედიდან არჩევნები ტყუილად ტარდება, ამის შესახებ აკაცუკების ცალტვინა მეფემ პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.
- „მაშინ მართლა ვეღარ გაასწრებენ ქვეყნიდან. ჩვენ გვინდა მშვიდობიანად დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი. მოგვეცით იმის საშუალება, რომ ეს მშვიდობიანად გავაკეთოთ. თუ ყველას დაგვიჭერთ, ხალხი გამოვა და ნახავთ რა მოგივათ!
- მე ვაცხადებ, რომ 4 ოქტომბერს, საქართველო იბრუნებს თავისუფლებას, ხალხი იბრუნებს ხელისუფლებას. 5 ოქტომბერს დილით ყველა პოლიტიკური და სინდისის პატიმარი იქნება გარეთ!
- მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მშვიდობიანად ჩავატარებთ ეროვნულ კრებას, მშვიდობიანად გადმოვიბარებთ ხელისუფლებას. თუ ვინმე აჰყვება ბიძინა ივანიშვილის ხუშტურს, სროლა და რაღაც… ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ ჩვენც.
- ამას ვერ შეაჩერებენ. ორი ვარიანტი აქვთ: მშვიდობიანად წავიდნენ ან შეეწინააღმდეგონ და მაინც წავიდნენ. რაც შეეხება შეწინააღმდეგებას, ძალიან ინანებენ.
- იმ მომენტიდან საქართველოს ვიბარებთ ჩვენ ხელში. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლება წავიდეს, რადგან დღეს ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება. რაც შეხება მეორე და მესამე საკითხს, ამას ჩვენ მოგვიანებით გეტყვით. ვფიქრობ, ეყოფათ ჭკუა, რომ სროლა არ ატეხონ და მარტო ფიზიკურად შემოვიდნენ.
- 4-შივე მოხდება საზოგადოებისთვის მინისტრთა კაბინეტის შეთავაზება, ხალხმა უნდა იცოდეს ვინ არის. ყველაფერი გამოცხადდება. ტექნიკური მთავრობა იქვე გამოცხადდება.
- ჩემი აზრით, 8:00 საათზე უკვე დასრულებული იქნება. უკვე გადმობარებული უნდა იყოს. ჩემი გადმოსახედიდან არჩევნები ტყუილად ტარდება“,- ბრძანა აკაცუკთა მეფემ.
