ბოლშევიკების მაგვარი ჯიშის ადამიანების გამოყვანა უნდათ საქართველოში
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ არის დაკავებული რადიკალიზაციის გაღვივებით საქართველოში, –აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
- „გახსოვთ 100 წლის წინ, როგორები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები. ასეთ პროცესებთან გვაქვს საქმე, ასეთი ჯიშის ადამიანების გამოყვანა უნდათ საქართველოში.
- თქვენ იცით, თავის დროზე ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ზუსტად ასეთ პროცესებს უპირისპირდებოდა.
- რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ასეთი პროცესებისგან.
- როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ არის ჩართული ასეთ პროცესებში, ეს არის რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო.
- ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება რა თქმა უნდა, საქართველოში ევროკავშირის იმიჯზე და ეს ძალიან შემაშფოთებელი მოვლენაა, რასაც ყველანი წინ უნდა აღვუდგეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
