7 დეკემბერი 2025

Delusional Disorder: ხალხის თვალში ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ!

მე ქართველი ხალხის თვალში ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა NPR-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, თუ როდის მოხდა „ქართული ოცნების“ მიერ კურსის ანტიდემოკრატიული ცვლილება, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „ეს სხვადასხვა ეტაპით ხასიათდება“.

  • „ყოველთვის ისმის კითხვა: არის ეს ის, რაც ადრე ვერ შევამჩნიეთ და შეგვეძლო თუ არა, რომ თავიდანვე შეგვეჩერებინა? მე ვიტყოდი, რომ რეალური ცვლილება 2022 წელს მოხდა.
  • ეს მოხდა უკრაინის ომით და რუსეთის მხარდაჭერით.
  • ეს მოხდა მაშინ, როდესაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებსა და სანქციებს მხარი არ დაუჭირეს.
  • ეს მოხდა „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბატონი ივანიშვილის მკაცრი გამოსვლებით, როდესაც დასავლელ პარტნიორებს საქართველოს მეშვეობით რუსეთის წინააღმდეგ ომის წამოწყებაში ადანაშაულებდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, „ხალხის თვალში ლეგიტიმური პრეზიდენტია“.

  • „ამის ორი მნიშვნელოვანი მიზეზია. პირველი ის, რომ მე ხალხს წარმოვადგენ და მათ ნებას, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არსებული პროდასავლური გზა გააგრძელონ.
  • მეორე, მე წარმოვადგენ ქართველი ხალხის კიდევ ერთ სურვილს, რაც გულისხმობს ოპოზიციის გაერთიანებას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისათვის, ბოდვითი აშლილობა (Delusional Disorder) არის ფსიქოზური სპექტრის ჯგუფის დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომია ბოდვა — მტკიცედ დამყარებული მცდარი რწმენა, რომელიც არ შეესაბამება რეალობას და ვერ აიხსნება ადამიანის კულტურულ ფონსა და გამოცდილებით.

მისი ძირითადი სიმპტომებია ბოდვები (მუდმივი, სისტემატიზებული, რეალობასთან შეუსაბამო რწმენები), მაგალითად: ეროტომანული ბოდვა (ვიღაც ცნობილი ან მაღალი სტატუსის პირი „ჩემზეა შეყვარებული“), დევნის ბოდვა , ეჭვიანობის ბოდვა (პარტნიორი ღალატობს უტყუარად „მტკიცებულებების“ გარეშე), გრანდიოზული ბოდვა (განსაკუთრებული ძალა, უნარი, მისია), სომატური ბოდვა (არარსებული დაავადების ან სხეულის დეფორმაციის რწმენა).

ბოდვები, როგორც წესი  გრძელდება ≥ 1 თვე, მაგრამ ამ შემთხვევაში უნიკალურ შემთხვევათან გვაქვს საქმე.

შესაძლო თანმხლები სიმპტომებია: გაღიზიანებულობა, მტრობის განცდა, შფოთვა და აგრესიული რეაქციები ბოდვითი იდეების გამო.