7 დეკემბერი 2025

ნეპალში ადგილობრივი აკაცუკები  ხელისუფლების ჩინოვნიკებზე ნადირობენ: მინისტრი მდინარეში გადააგდეს (ვიდეო)

ნეპალში უცხო ძალებისგან დაფინანსებული მომიტინგეები ხელისუფლების ჩინოვნიკების წინააღმდეგ სისასტიკეს  კვლავ აგრძელებენ. მათ  ქვეყნის ვიცე-პრემიერ-მინისტრი და ფინანსთა მინისტრი ბიშნუ პრასად პაუდელი, რომელიც ჯერ სცემეს, შემდეგ გააშიშვლეს, თავზე ვედრო ჩამოაცვეს და  მდინარის თხრილში გადააგდეს. პოლიტიკოსმა გაქცევა  სცადა, მაგრამ ახალი ძალადობის  მსხვერპლი გახდა. ნეპალელი ჩინოვნიკის შემდგომი ბედის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ინდოეთსა და ჩინეთს შორის მოქცეული 31 მილიონიან ნეპალში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ შეზღუდა წვდომა რამდენიმე პოპულარულ სოციალურ ქსელზე, მათ შორის YouTube-სა და X-ზე. თუმცა ეს  ფორმალური საბაბი იყო.

 მოგვიანებით ხელისუფლებამ ბლოკადა მოხსნა, მაგრამ მომიტინგეებმა  დაიწყეს ჩინოვნიკების სახლების ნგრევა.  ცეცხლი წაუკიდეს პრეზიდენტის ოფისს, პარლამენტს და სხვა სამთავრობო შენობებს. მომიტინგეებმა ნეპალის ვიცე-პრემიერ-მინისტრი და ფინანსთა მინისტრი ბიშნუ პრასად პაუდელი სცემეს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მეუღლე საკუთარ სახლში ჩაკეტეს და დაწვეს.  ქალი დამწვრობისგან გარდაიცვალა.

არეულობის ფონზე გავრცელდა ხმები, რომ ნეპალის პრეზიდენტი რამ ჩანდრა პაუდელი თანამდებობიდან გადადგებოდა. ქვეყნის ადმინისტრაციამ  ინფორმაცია უარყო.