12 დეკემბერი 2025

ცენტრი,რომელსაც საზღვარგარეთ ინტერნეტ სივრცის კონტროლი ევალებოდა, გაუქმდა

გლობალური ჩართულობის ცენტრი, რომელიც 2011 წელს “ინტერნეტში ტერორისტული პროპაგანდისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად” და “საზღვარგარეთ დეზინფორმაციული კამპანიების თვალყურის დევნება- გამოვლენისათვის” შეიქმნა, გაუქმდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის ქვეყნებს შეტყობინება გაუგზავნა, რომ წყვეტს ურთიერთგაგების მემორანდუმებს, რომლებიც საშუალებას აძლევდა, გამოევლინა და გამოეაშკარავებინა რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, – ინფორმაციას The Financial Times-ი სამ ევროპულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მემორანდუმებს ხელი ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მოეწერა და წარმოადგენდა იმ ინიციატივის ნაწილს, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის სააგენტო, გლობალური ჩართულობის ცენტრი (GEC) ხელმძღვანელობდა.

ჯეიმს რუბინმა, რომელიც ცენტრს 2024 წლის დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა, მემორანდუმების შეწყვეტას რუსეთთან და ჩინეთთან საინფორმაციო ომში „განიარაღების ცალმხრივი აქტი“ უწოდა.