თქვენ ხართ “ოლეთა“ ჯგუფი და სექტა!
ტერორისტები ხართ შინაარსით და აზრით, ეს არის ტერორიზმი. ეგ სიმღერა მგონი თქვენ და მაგათ ყველას ერთად გეკუთვნით, თავისი შინაარსიც და 10-ჯერ მეტიც. თქვენ ხართ “ოლეთა“ ჯგუფი და სექტა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
- “ეგ სიმღერა მგონი თქვენ და მაგათ ყველას ერთად გეკუთვნით, თავისი შინაარსიც და 10-ჯერ მეტიც.
- როცა ადამიანის წყობიდან გამოყვანას, სროლას, გინებას სპეციალურად აორგანიზებ, იქიდან პასუხი იქნება. თქვენი მიზანია ისიც რომ მეკითხებით და გინდათ, რომ წყობილებიდან გამომიყვანოთ, მაგრამ ვერ მიაღწევთ.
- თუ ვინმე მოძალადეა – ხართ თქვენ, თქვენი გუნდი, „ოლეთა“ ჯგუფი და სექტა, ტერორისტული აქციების მომწყობი – ფიზიკური იქნება ეს თუ მორალურ-ფსიქოლოგიური, დიდი განსხვავება არ აქვს.
- არც ფიზიკურისგან იკავებთ თავს, პირიქით ახალგაზრდებს მოუწოდებთ, რომ სისხლი დაღვარონ, ტერორისტები ხართ შინაარსით და აზრით, ეს არის ტერორიზმი – თქვენ ადამიანებზე ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებთ იმ მიზნის მისაღწევად, რაც გაგაჩნიათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
