ჩიქოვანს საქართველოში რუსული დანაშაულებრივი კაპიტალი შემოაქვს !
ქართული წარმოშობის რუსი თაღლითი ალექსანდრე ჩიქოვანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ევროპას აფარებდა თავს, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც ცდილობს რიგი მოსკოველი კრიმინალი ჩინოვნიკების დახმარებით ნაშოვნი ფინანსური საშუალებების დაბანდებას.
ერთ დროს ორი უზარმაზარი სამშენებლო კომპანიის «Nord Construction» და СК «ჰეფესტი» მფლობელმა,საკუთარივე კომპანიები გააკოტრა და მათი ანგარიშებიდან თანხები მიითვისა. ჩიქოვანის თაღლითურ სქემებზე წერს როგორც რუსული, ასევე ევროპული მედია, ხოლო მისი საქმიანობის გამო რუსეთისა და ესპანეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სადაც ჩიქოვანი ფედერალურ ძებნაშია გამოცხადებული.
ბრალდების ერთ-ერთი მუხლი, რომელიც ჩიქოვანს წარედგინა, არის მის მიერ გადასახადების გადახდიდან თავის არიდება . მას თაღლითური გზიტ მითვისებული ფულადი სახსრები რამდენიმე სოლიდურ ბანკში აქვს გადამალული, მათ შორის ავსტრიულ – „ UniCredit Bank Austria„ 4 774 097 ევრო, ჩინეთის “სამრეწველო ბანკის“ ანგარიშზე 1 097 183 აშშ დოლარი, ხოლო ჰონკონგური „United Overseas Bank Limited“ ანგარიშზე 1 363 008 დოლარი. მის მეუღლეს ქსენია ჩიქოვანს იმავე ბანკის ანგარიშზე 3 463 746 დოლარი აქვს. ამას ემატება ესპანეთში შეძენილი უძრავმოძრავი მილიონიანი ქონება, რომელიც სწორედ ქსენიას სახელზეა გაფორმებული
საინტერესოა ფაქტია, ის რომ ჩიქოვანმა, რომლმაც თაღლითური გზით დაეუფლა საკუთარი კომპანიის ანგარიშებიდან უზარმაზარ თანხებს, მან მხოლოდ 4000 აშშ დოლარი გადაიხადა ბიუჯეტში როგორც ფიზიკურმა პირმა გადასახადის სახით, არც ბანკებს დაუბრუნა კრედიტები.
რუსმა ძალოვნებმა ვერ შეძლეს თაღლითის ესპანეთიდან ექსტრადირება, სადაც მან წარმატებით დააბანდა მოპარული ფული სასტუმრო ბიზნესში და აქტიურად ახორციელებდა კრიმინალურ თანხების ბრუნვას. ასევე საინტერესოა დეტალია ის, თუ რატომ არ გადასცა მადრიდმა მოსკოვს კრიმინალი ბიზნესმენი ,რომლის წინააღმდეგ მოგვიანებით თვითონაც აღძრა სისხლის სამართლის საქმე.
ჩიქოვანს მაშინ ერთმა გარემოებამ უშველა, მან მყისიერად მოირგო პოლიტიკური დევნილის იმიჯი, საკუთარ სოცქსელში ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომ მას თითქოს კრემლი დევნიდა, არც რუსოფობიულ განცხადებებს ერიდებოდა თავის გადარჩენის გამო. სწორედ ამ როლმა და გარემოებამ გადაარჩინა ის ესპანეთიდან მოსკოვში ექსტრადირებას, როცა მადრიდში გაშიფრეს აფიორა უკვე გვიანი იყო, ჩიქოვანმა საქართველოში მოასწრო გამოქცევა.
კრემლის და რუსული სპეცსამსახურების მაღალჩინოსნების დახმარებით და სრული ხელშეწყობით თავის დროზე ჩიქოვანმა უპრობლემოდ დაეტოვა რუსეთის ფედერაციის ტერიტორია და გადაბარგდა ევროკავშირში, სადაც მოპარული ფული დააბანდა. ესპანეთიდან მას ლობირებდა და ეხმარებოდა ევროკავშირის დეპუტატი ყველასთვის ცნობილი „ ევროპის სახალხო პარტიიდან „ . „ ევროპის სახალხო პარტია „ საეჭვო რეპუტაციის, კორუმპირებული პარტიაა, ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი და მოკავშირე. სწორედ ამ პარტიის დახმარებით მოახერხა ჩიქოვანმა უპრობლემოდ დაეტოვებინა ესპანეთი და თავი შეეფარებინა საქართველოსთვის.
კაპიტალს არ გააჩნია ეროვნება, ის არ ექვემდებარება საზღვრებს, ეროვნებას და მორალს. ასე რომ ჩიქოვანმა მოახერხა ბინძური ფულით მოესყიდა რუსი ჩინოვნიკებიც, შემდეგ ესპანეთში გარკვეული პირები და აქცია ისინი საკუთარი ბინძური ბიზნესის ნაწილად. ჩიქოვანი საქმის პროფესიონალია ის ადვილად პოულობს მოკავშირეებს სხვადასხვა ქვეყნებში, ოსტატურად იყენებს მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და წლების განმავლობაში ეწევა კრიმინალურ საქმიანობას.
სულ მალე ალექსანდრე და ქსენია ჩიქოვანების საერთაშორისო თაღლითური სქემა საქართველოში ამოქმედდება, რაც უთუოდ დიდ ზიანს მოუტანს ქვეყანას. სწორედ, ამიტომ ქართველი ძალოვნები დროულად უნდა დაინტერესდნენ ჩიქოვანის პიროვნებით და მოახდინონ პრევენცია. დროულია რეაგირება კრემლის კრიმინალური კაპიტალის შემოდინებაზე საქართველოში, წინააღმდეგ შემთხვევაში განმეორდება ესპანეთის სცენარი.
დავით გელაშვილი