ბინძური ალიკა ელისაშვილი დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯოს!
“საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ არჩევნების დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის აქტის კონტრასიგნაციისა და შესაბამისი აქტის ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე ქვეყანაში დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია.
წინასაარჩევნო პერიოდში დადგენილია სპეციალური სტანდარტები პოლიტიკური პარტიების, კანდიდატების, საჯარო მოხელეების, ადგილობრივი თვითმმართველობების, პოლიტიკური თანამდებობის პირების, მედიისა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის პროცესში.
მედიის მიერ წინასაარჩევნო პროცესების გაშუქების რეგულირების საკითხებში შედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დაბალანსება და პოლიტიკური რეკლამების განთავსება.
საარჩევნო კოდექსით დადგენილია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი.
არჩევნებისთვის რეგისტრაციაში გატარებული პოლიტიკური გაერთიანება/კანდიდატის წინასაარჩევნო აგიტაცია არის ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის მხარდასაჭერად. წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები, რომლის წესები ასევე განსაზღვრულია საარჩევნო კოდექსით.
გუშინ, 12 აგვისტოს, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, ცესკოს თავმჯდომარის 2025 წლის 8 აგვისტოს N 31/2025 განკარგულებით არჩევნებისთვის რეგისტრაციაში გატარებული პოლიტიკური გაერთიანების “ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” წარმომადგენელმა ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა რომ ტვ “იმედის” ყველა წამყვანი არის გეი. მან ასევე განაცხადა რომ “ქართულმა ოცნებამ” ახალციხეში მერობის კანდიდატად წარადგინა “აწყვეტილი გეი.”
მე არავის არაფერს არ ვთხოვ. ეს საკითხი ვისაც ეხება-იმან ჩემზე კარგად იცის, ვის, რატომ და როგორ მოსთხოვოს პასუხი ამ სიბინძურეზე.
მე, უბრალოდ იმის თქმა მსურს რომ სანამ ამ სიბინძურის თავისი მყრალი პირიდან ამომშვები კანონით პასუხს არ აგებს, და პასუხს არ აგებს ასეთივე ბინძური ტვ “პირველი,” რომელმაც არ შეაჩერა, არ მოუწოდა რესპოდენტს შეეწყვიტა ეს ყველაფერი, აქ წერის აზრს ვერ ვხედავ და ხმას თბილისის მერობის რომელ კანდიდატს ვაძლევ-ეს მგონი ყველასთვის ნათელია.
როგორც ვხედავ, კანონებს მხოლოდ ჩემთვის წერთ, რაზეც უღრმეს მადლობას მოგახსენებთ!”
წერს ლაშა გეგეჭკორი
