თალიბანი: ქალი ბუნებრივი უნდა იყოს!
თალიბანი მასობრივად ხურავს ქალთა სილამაზის სალონებს. მათი გადაწყვეტილებით ქალი ბუნებრივი უნდა იყოს. მათი მოვალეობა ბავშვთა აღზრდა და ქმრის მსახურებაა.
ავღანეთის დედაქალაქში ქალების მიმართ მკაცრი შეზღუდვების გამო, ასობით ასეთი სალონი დაიხურა. ზომებმა სერიოზულად იმოქმედა ამ სექტორში მომუშავე ქალების ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
აკრძალვამდე, ქაბულის სილამაზის სალონებში დაახლოებით 60 ათასამდე ქალი მუშაობდა, რომელთაგან ბევრი ოჯახის მარჩენალი იყო.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ქმედებები თალიბანის პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ქალების საზოგადოებრივი და ეკონომიკური ცხოვრებიდან თანდათანობით გამორიცხვას ისახავს მიზნად.
