მესამე ზედმეტია: აშშ-მ განაცხადა, რომ პუტინის თხოვნით, ტრამპმა ზელენსკი ალასკაში არ დაპატიჟა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მზადყოფნა გამოთქვა, განიხილოს რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით სამმხრივი სამიტის ჩატარების იდეა, რომელიც შეიძლება ალასკაში ჩატარდეს. ამის შესახებ Reuters თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
- „პრეზიდენტი ტრამპი ღიაა პუტინთან და ზელენსკისთან სამმხრივი სამიტისთვის, მაგრამ ამ ეტაპზე თეთრი სახლი პუტინის თხოვნით ორმხრივ შეხვედრას გეგმავს“, – ნათქვამია რეპორტაჟში.
განცხადება გაკეთდა უკრაინისა და ევროპის ქვეყნების მუდმივი მოთხოვნების ფონზე, უზრუნველყონ კიევის ადგილი პუტინსა და ტრამპს შორის მომავალი მოლაპარაკებების მაგიდასთან.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა ლიდერმა მანამდე გამოაცხადა რუს კოლეგასთან ალასკაში 15 აგვისტოს შეხვედრის განზრახვა. მოლაპარაკებების გეგმები დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმაც. მისი თქმით, პუტინი და ტრამპი ყურადღებას გაამახვილებენ უკრაინის კრიზისის გრძელვადიანი მშვიდობიანი მოგვარების ვარიანტების განხილვაზე. კრემლი, თავის მხრივ, ორი პრეზიდენტის შემდეგი შეხვედრას რუსეთის ტერიტორიაზე ელის.
