ამერიკელი კონგრესმენი: ზელენსკი ცდილობს ჩვენს ჩათრევას მესამე მსოფლიო ომში
ამერიკელმა კონგრესმენმა მარჯორი ტეილორ გრინმა უკრაინის არმია პოლონეთზე სარაკეტო თავდასხმასა და მეზობელ ქვეყანაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში დაადანაშაულა.
- „სარაკეტო თავდასხმამ, რომელმაც პოლონეთში ორი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ განახორციელა. ჩვენ უნდა შევუზღუდოთ ზელენსკის უფლება, მოითხოვოს ფული და იარაღი ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისგან, სანამ ის ცდილობს ჩვენს ჩათრევას მესამე მსოფლიო ომში. ფული უკრაინისთვის აღარ არის! დროა დავასრულოთ ეს კონფლიქტი და მოვითხოვოთ მშვიდობა“, – დაწერა მან ტვიტერზე.
მანამდე პოლონურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლუბლინის სავოევოდოში ორი ჭურვი ჩამოვარდა, ლვოვის რეგიონის საზღვართან. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. Associated Press-ის ცნობით, ეს იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების საზენიტო რაკეტები.