11 ნოემბერი 2025

საკადრო წმენდა კვლავ გაგრძელდება!

არ ფიქრობდნენ, არ ელოდნენ, არ ეგონათ თუ ვინმე პასუხს მოთხოვდა თავნებობობისთვის. როგორც იტყვიან და ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად. სადაც და როგორც შეეძლოთ, ჟარგონულად რომ ვთქვა- ხაპეს ქვეყნა, ჯიბე ეგონათ საკუთარი უწყებები, გაიჯეჯილეს ბიჭებმა…
სულ ახლახანს რამოდენიმე ჩინოსან თუ უჩინოზე გიყვებით. აქაც, ამ სივრცეში რომ ერის გადამრჩევნად მიაჩნია კიდევ მავანს. არ იფიქროთ, რომ ვინმეს რამე შერჩა.
არ შეიძლება უღალატო კაცს, რომელმაც წუმპედან ამოგათრია, დაგბანა, ჩაგაცვა , დაგახურა… არ შეიძლება საკუთარი გამდიდრების, „თავის გადარჩენის “ გამო შეეკრა ქვეყნის მტრებს.
ქვეყანას ვერავინ და ვერანაირი გარე თუ შიდა ძალა მოერევა, როცა ქვეყანას გამჭრიახი, ერისკაცი ლიდერი ყავს , როგორიც ბიძინა ივანიშვილია. გადასარჩენი სწორედ თქვენი „კაცებისგანაა“ .
გუმანი მღრნის კიდევ ბევრი მაღალჩინოსანის თუ უჩინოს თავი გაგოგრდება და გამოეთხოვება საკუთარ სავარძელს. დაიმახსოვრეთ , შეიგნეთ, რომ შეუცვლელი არავინაა. გაიხუნა თქვენი ბლატავი „ სანამ ბიძინაა- ხელს ვერავინ მახლებს“. გახლებთ და მერე როგორ! ნისლივით გაქრა, გაიწმნდა თქვენი დაბოლების ტაქტიკა.
მაშინ, როცა ქვეყანა კვლავ დანის პირზე გადის, შიდა თუ გარე მტრები ხრამში გადაჩეხვას ცდილობენ, ევროპა საქართველოს წინასააღჩევნოდ სავიზო რეჟიმის გაუმქებით და ხელისუფლების დამხობით ემუქრება, შენ არ უნდა იკადრო მსგავსი ღალატის!
პარტიაში წმენდას უკვალოდ არ ჩაუვლია და როგორც პრემიერმა აღნიშნა – მმართველი გუნდი ბობოლა აგენტებისგან გაიწმინდა და დარწმუნებულები იყავით ჩემო კეთილებო, რომ სამოცდაოთხივე მუნიციპალიტეტში ,”ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს!
რათქმაუნდა , კიდევ ბევრი ჩაბუდებულის თავი დაიყრება,მაგრამ მათთან განსხვავებით ხვლიკის მსგავსი რეგენარაციის ინსტიქტი არ ძალუძთ.
სანამ ამ ქვეყნაში მშვიდობის მთავარი გარანტი ბიძინა ივანიშვილია , გასროლილი ბოღმა, ქვა, ბუმერანგივით დაუბრუნდება მტრებს !


ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია