19 მარტი 2025

ტრამპი: რუსეთი რომ უკრაინას თავს დაესხა, ეს რუსეთის ბრალი არ არის

“რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, მაგრამ შეტევის მიზეზი არ იყო. შეეძლოთ ამ კაცთან ესაუბრათ. ყოველ ჯერზე, როცა ვამბობდი, რომ ეს რუსეთის ბრალი არ არის…

არ არსებობდა თავდასხმის მიზეზი, ეს ყველაფერი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, არ იყო მიზეზი და არც უნდა მომხდარიყო. ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო…

ყოველ ჯერზე, როცა ვამბობდი, რომ ეს რუსეთის ბრალი არ არის…
გეუბნებით, ბაიდენმა არასწორი რაღაცები თქვა, ზელენსკიმ არასწორი რაღაცები თქვა. მათ მიიღეს თავდასხმა ისეთი ვიღაცისგან, ვინც ბევრად უფრო დიდი და ბევრად ძლიერია, რაც ცუდია.

მაგრამ შეეძლოთ მარტივად ესაუბრათ, არასდროს არ უნდა მომხდარიყო ეს ომი და ყველა დაღუპული ადამიანი არ უნდა დაღუპულიყო, ეს ქალაქები არ უნდა დანგრეულიყო…” | განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის რადიოში, ბრაინს კილმიდის შოუში [სინქრონული თარგმანი]