ტრამპის მოსვლამ თქვენ დიდ ომს გადაგარჩინათ!

ტრამპის მოსვლამ თქვენ დიდ ომს გადაგარჩინათ – გვესაუბრება რუსეთის ფედერაციის დაზვრევის ყოფილი მაღალჩინოსანი. თუმც, სიტყვა „ ყოფილი“ ამ შემთხვევაში ფორმალობაა.
დღევანდელი საუბრის ( ორი კითხვის დასმის) თემა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კვლავ ქვეყნებს შორის ურთიერთობებია.
კითხვა: თქვენი აზრით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოსვლით რა შეიცვლება საქართველოში?
- „ უკვე შეიცვალა. ტრამპმა არა მხოლოდ საკუთარი თავი იხსნა განადგურებისგან. მშვიდობა საქართველოში, იმ მცირე სიკეთეებს შორისაა, რაც მისმა გამარჯვებამ მსოფლიოს მოუტანა.
თამამად და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, წინააღმდეგ შემხთევევაში, აშშ-ს მეხუთე კოლონის ზეწოლას თქვენი ხელისუფლება ვერ გაუძლებდა. მზადდებოდა მძიმე, სისხლიანი პროვოკაციები, ხელისუფლების დამხობა და კვლავ სააკშვილის გაპრეზიდენტება. რაღათქაუნდა, ყოველივე ეს კოლექტიური დასავლეთის „გაპრავების“ ფონზე. ეს იცოდა ბიძინამ და თქვენმა უშიშროებამ. თუმცა, მათ „ვა- ბანკზე“ წასვლის გარდა, სხვა გზა არ დაუტოვეს.
პირველი, რასაც დროებითი კოალიციური მთავრობა, სააკაშვილის მეთაურობით გააკეთებდა გახსნიდა მერე ფრონტს ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით.
არმიის რეზერვის ის ნაწილები, რომელიც კავკასიაში გადმოსასროლად მომზადდა, დღესაც ხელუხლებელია. ვთქვათ, რომ რაღაც , განსაკუთრებულ დიდ პრობლემს შეგვიქმნიდა ჩვენ ეს, არ იქნება მართალი. ვინც განადგურდებოდა და უკრაინასავით დაიხევდა 100 წლით უკან , იქნებოდით თქვენ. მრეწველობით, ინფრასტრუქტრურით, ადამიანური რესურსით…
რაოდენობით ორჯერ მეტი გავანადგურეთ მტერი მხოლოდ კურსკის ოლქში, ვიდრე თქვენი არმია. ჩვენ უკრაინაშიც კი, არ მიგვიღწევია რაოდენობრივად იმ „ტექნიკურ დანაკარგისთვის“, რის შემდეგაც ხდება ხოლმე რაღაც სტრატეგიის გადახედვა. ასე, რომ მადლობა გადაუხადეთ ტრამპს და თქვენ ბრძენ ხელმძღვანელს- ბიძინა ივანიშვილს.
კითხვა: სად გადის საქართველოს ხელისუფლების ქმედების წითელი ხაზი რუსეთთან მიმართებაში?
ვიმეორებ, სამხედრო თვალსაზრისით საქართველო არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის. ისევ ტრამპს დავუბრუნდეთ. იცით რატომ არ აკეთებს განცხადებებს თქვენი ქვეყნის, ან თუნდაც კავკასიის რეგიონის მიმართ? მან იცის, რომ არ უნდა შეეხოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სფეროებს, მის მეზობელ ქვეყნებს და განსაკუთრებით , პოსტსაბჭოთა სივრცეს.
ეს ჩვენი მოლაპარაკებების საგანია. არავინ მალავს, რომ კავკასია, ჩვენი ინტერესების სფერო იყო, არის და იქნება. ეს იციან მსოფლიოს დიდმა მოთამაშეებმა- ჩინეთმა, თურქეთის რესპუბლიკამ, ირანმა, ახალ აუკვე აშშ-მ.
მეორეც, ერთადერთი რისთვისაც თქვენ „დიფსთეიდს“ სჭირდებოდით , ეს ჩვენ ვიყავით , ვის წინააღმდეგაც თქვენ გამზადებდნენ და შემდეგ ირანისთვის.
დღეს ორივე მიმართულება შევსებულია, დაკავებულია. 2008 წელს პროვოკაციით სამხრეთ ოსეთში, მათ ცდა ჩაატარეს – გამოსცადეს ჩვენი რეაქცია, თუმცა დასკვნა მაინც ვერ გამოიტანეს. დაიჯერეს, რომ „პუტინი – სარკოზიმ შეაჩერა თბილისთან 40 -კმ-ში“. სასაცილოა.
ჩვენ მაშინ არ ვიყავით სამხედრო თვალსაზრისით ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს ვართ. ჩვენს თანამდეროვე ტექნიკურ მიღწევებს, თავად ამერიკელები აფასებენ და აღიარებენ . ჩვენი არმია ბრძოლებში გამოიწრთო, გაძლიერდა, გადახალისდა . ისეთი არაა, სუ-25 -ის დაბალ სიმაღლეზე გადაფრენისას ასობით მებრძოლი რომ ტოვებდეს სამხედრო სამსახურს.
რომელ წითელ ხაზებზე მელაპარაკებით? სრული თავისუფლება გაქვთ. მოიქეცით როგორც გსურთ, გააკეთეთ რაც გინდათ, ოღონდ მერე საკუთარ თავს დააბრალეთ. ეს არაა მუქარა.
მჯერა, ქართველ ხალხს არ ეშლება მტერის და მოყვარის გარჩევა. ძნელია, როცა 30 წლის მანძილზე ერთი და იგივეს გიკიჟინებენ მარტივად გამოხვიდე ძილ -ბურანიდან.
აბა , ერთი რომელიმე ქვეყანაში, რომელიმე ჩვენს ელჩს გაებედა და მასპინძელი ქვეყნის პრემიერ- მინისტრისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა, ეყვრა, იატაკზე დაეგდო, ხელი დაერტყა, რა ამბავი ატყდებოდა!
თქვენ ეს ჩაყლაპეთ და ამ ქვეყანას კვლავ „სტრატეგიულ პატრნიორს“ უწოდებთ და წყალობას ელით მისგან. მათი თანხმობის გარეშე ჩვენთან დალაპარაკებასაც ვერ ბედავთ.
რა ქვია ამ საქციელს მე არ დავკონკრეტდები. იმედია, დროულად შეიცვლება დამკვიდრებული პოლიტიკა და საქართველოს ხელისუფლება უფრო გაძლიერდება ეროვნულ ხარისხში.
თუმცა, ამ ფონზეც კი დღეს, თქვენ, აშკარად გამორჩეული ხართ რუმინეთთან , სერბეთთან ერთად საკუთარი ინტერესების დაცვის სფეროში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა თამამი დიალოგი, საელჩოების გახსნა, წარსულის დავიწყება, კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა, თქვენთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიალური საკითხის გადაწყვეტა, რაშიც ბევრჯერ გვითქვამს , რომ რუსეთის ფედერაცია დახმარების აქტიურ მზადყოფნას გამოთქვამს. ამის გაცხადებაც კი დიპლომატიურ ენაზე ბევრს ნიშნავს.
მომავალ პარასკევამდე.