გინცბურგი: პაციენტები კიბოს ვაქცინის მიღებას უკვე სექტემბერში შეძლებენ

გამალეას ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული კვლევითი ცენტრის სპეციალისტები კიბოს ერთ-ერთ რუსულ ვაქცინაზე მუშაობენ. მისი გამოყენების ნებართვა, სავარაუდოდ, აგვისტოში მიიღება, ხოლო თავად მისი გამოყენება შემოდგომის დასაწყისში დაიწყება.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გინცბურგმა განაცხადა, რომ პაციენტები კიბოს ვაქცინით მკურნალობას სექტემბერში შეძლებენ.
ალექსანდრე გინცბურგი, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს გამალეას ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ცენტრის დირექტორი:
- „საგზაო გეგმის მიხედვით, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც საბოლოოდ არ არის დამტკიცებული, ჩვენ უნდა მივიღოთ ნებართვა ამა წლის აგვისტოს ბოლოს, რათა სექტემბრიდან დავიწყოთ ადამიანების მკურნალობა“.
გინცბურგის განმარტებით, რომ ვაქცინა განკუთვნილია არა მხოლოდ პირველადი მელანომის მქონე ადამიანებისთვის, არამედ ყველასთვის.
კვლევითი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით რომ მელანომითა და ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოთი დაავადებული ადამიანები პირველები, ტესტირების სამ ფაზის გარეშე მიიღებენ კიბოს ახალ ვაქცინას.
გინცბურგის თქმით, რომ ადამიანთა დიდ რაოდენობაზე ჩატარებული კვლევების შემდეგ, გადაწყდა, რომ უარი ეთქვათ პრეპარატის ინდივიდუალობაზე.
ვაქცინა იქნება პერსონალიზებული, ანუ შექმნილი იქნება სპეციალურად თითოეული პაციენტისთვის. მის განვითარებაში ჩაერთვება ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც დაევალება სიმსივნის პარამეტრების გაანალიზება და მომავალი წამლის „გეგმის“ შექმნა, რომლის მიხედვითაც ვაქცინა ერთი კვირის განმავლობაში დამზადდება.