14 თებერვალი 2025

ბურჯანაძე: ლევან იოსელიანი თვალს ხუჭავს სისტემურ წამებაზე

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი თვალს ხუჭავს სისტემურ წამებაზე და ცდილობს საკითხის შერბილებულად წარმოდგენას, – აცხადებს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ყოფილი მოადგილე, უცხოური გავლენის აგენტი გიორგი ბურჯანაძე.

მისივე შეფასებით, ლევან იოსელიანის განცხადება, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების სხვადასხვა შემთხვევას წამებას ვერ დაარქმევს, არასწორია და სახალხო დამცველის მხრიდან საკუთარი მანდატის შემცირების მცდელობაა.

  • ” ლევან იოსელიანმა დეტალურად უნდა გასცეს პასუხი, თუ რა რესურსი გამოიყენა წამების ფაქტების დოკუმენტირებისთვის, მოახდინა თუ არა ფოტოგადაღება, სტამბული პროტოკოლით დოკუმენტირება, გამოიყენა თუ არა თუ არა პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლების და ექსპერტების რესურსი ამ ტიპის ძალადობების გამოსავლენად.
  • მე მადლობა მინდა ვუთხრა ჩემ ყოფილ კოლეგებს, რომელთა პროფესიონალიზმზე დგას დღეს სახალხო დამცველის აპარატი. მაგრამ სამწუხაროდ, ამ ტიპის სახალხო დამცველის ხელში ძალიან ბევრი რამის დოკუმენტირება შეუძლებელი ხდება. დეკემბერში და იანვარში, წამების ფაქტების დოკუმენტირება არასამთავრობო ორგანიზაციებს გვიწევდა“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.