როგორ ჩააბარა მენშევიკურმა მთავრობამ ბათუმი?

რაზე მოაწერეს ხელი საქართველოს რევოლუციური კომიტეტის წევრმა მამია ორახელაშვიულმა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წამომადგენელმა გრიგორ ლორთქიფანიძემ?
- რა შეთანხმებას შედგა საქართველოს სსრ რევოლუციურ კომიტეტს და საქართველოს მენშევიკურ მთავრობას შორის სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ?
- რატომ დაშლეს საკუთარი ბრძანებით არმია?
- რატომ გადასცეს საქართველოს დემოკრატიული არმიის და ეროვნული გვარდიის იარაღი და საბრძოლო მასალა რუსეთის რევოლუციურ კომიტეტს?
1921 წლის 18 მარტი // „სსფსრ და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. “მათი ურთიერთობა.” მ., 1922, გვ 97-99.
ოქმიდან ამონაწერი:
ორახელაშვილი: გაათავისუფლეთ შაინმანი და ნება მიეცით ნება წავიდეს ტფილისში. იგივე გააკეთეთ მახარაძესთან მიმართებაშიც.
ლორთქიფანიძე: შეიმანი არ არის დაკავებული; მას ეკრძალება რესპუბლიკიდან გასვლა, სანამ ორმხრივი პრინციპით გერასიმე მახარაძე არ იქნება თავისუფალი. თქვენი წინადადება ყოფილ ელჩთა ურთიერთგაცვლის შესახებ აბსოლუტურად სწორი და მისაღებია. მითხარით, როდისგეგმავთ ქუთაისში ყოფნას, რომ ჩვენც შევძლოთ ჩამოსვლა? მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი პარლამენტარები სამტრედი გურგეპიძე და ჯარისკაცი ორი დღით დააკავეს სამტრედის დაჯგუფების მეთაურობამ. გაეცით განკარგულება მათ გასათავისუფლებლ;ად.
ორახელაშვილი: მაშ ასე, დავუშვათ, რომ მახარაძე და შეიმანი დღეიდან თავისუფლდებიან აკრძალვისგან რესპუბლიკიდან გასასვლელად და ორივეს აქვს აბსოლუტური თავისუფლება. თქვენი თანხმობით ახალავე ამას მოსკოვს ვაცნობებ. პარლამენტარების დაკავება გაუგებრობად მიმაჩნია და ახლავე გავცემთ შესაბამისი ბრძანებებს.
■ახლა Skarm იუწყება, რომ სატელეფონო კონტაქტის აღდგენის ფაქტზე დაკავებულია ინსტრუქტორი ბელინსკი და ერთი ზედამხედველი ხიდზე. ჩვენ ვფიქრობთ ვიყვეთ ქუთაისში არაუგვიანეს 15 საათისა.
ლორთქიფანიძე: რომელ დღეს იქნებით ქუთაისში?
ორახელაშვილი: დღეს, 16 მარტს. სამხედრო საკითხებზე საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ რევოლუციური კომიტეტის წევრს ორჯონიკიძე ან XI-ეს მეთაურს.
ლორთქიფანიძე. რით აპირებთ ქუთაისი ჩამოსვლას?
ორახელაშვილი. ექსპრეს მატარებლით და, ნებისმიერ შემთხვევაში საღამოს იქ ვიქნებით.
ლორთქიფანიძე: კარგი. ჩვენც იქ ვიქნებით იმ დროისთვის. ხალის გათავისუფლების და ურთიერთგაცვლის შესახებ შევთანხმდით.
გაზეთი: „პრავდა გრუზიი“, No15, 1921 წლის 18 მარტი
შეთანხმება საქართველოს სსრ რევოლუციურ კომიტეტს და და მენშევიკურ ხელისუფლებას შორის სამხედრო მოქმედებები შეწყვეტის შესახებ
1921 წლის 18 მარტი
საქართველოს დემოკრატიული მთავრობის წამომადგენელი გრიგორ ლორთქიფანიძე და რევოლუციური კომიტეტის უფლებამოსილი წარმომადგენელი მამია ორახელაშვილი, 1921 წლის 17-18 მარტს შეხვედრებს ვაწარმოებდით ქ. ქუთაისშ , რუსეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენლის აველ ენუქიძის მეთაურობით, ამავე რესპუბლიკის მეორე წარმომადგენლის ალექსანდრე სვანიძის მონაწილეობით და ვთანხმდებით შემდეგზე:
1) სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ წყდება.
2) დემოკრატიული ხელისუფლება ახორციელებს საბრძოლო ფრონტის ლიკვიდაციას საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ, ასუფთავებს ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც მათ აქვთ დაკავებული და ხელს უწყობს რევოლუციური კომიტეტის განკარგულებაში მყოფი ჯარების იქ განთავსებას, იგულისხმება ბათუმის ოლქის დაკავება – გარე მტრების შემოსევებისაგანდასაცავად,
3) რევოლუციური კომიტეტის საბჭოთა ჯარების ნაწილი, ჩამოსული ბათუმში, პირველ რიგში, იკავებს მის სამხრეთ სასაზღვრო ტერიტორიებს, .
4) არა უგვიანეს 25 მარტამდე ქალაქ ბათუმშ, მის მთელ ტერიტორიაზე სარკინიგზო ხაზის გასწვრივ, დღეს დემოკრატიული მთავრობის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე იქნება საბჭოტა ხელისუფლება , ადმინისტრაცია და ძალაუფლება.
5) რევოლუციური კომიტეტის ჯარები შედიან ბათუმში რეგიონი, როგორც დემოკრატიული ხელისუფლების და მისი სამხესრო ძალების მიმართ მეგობრული ძალა.
6) საქართველოს გარე მტრისგან დასაცავად დემოკრატიული მთავრობისა და რევოლუციური ჯარების ურთიერთქმედებებისსაჭიროების და მიზანშეწონილობის საკითხი წყდება ორივე არმიის მეთაურთა მონაწილობით,
7) საქართველოს დემოკრატიულის ჯარის და გვარდიის დაშლა ხდება ამ ჯარების სარდლობის ბრძანებით,
8) ჩამორთმეული იარაღი და სამხედრო ტექნიკა იმავე ბრძანებით უნდა გადაეცეს რევოლუციურ კომიტეტს,
9) ჯარისკაცების, გვარდიის ოფიცრების ტანსაცმელი,შესაბამისი დადგენილების ძალით რჩება მათ საკუთრებაში.
10) ყველა სამხედრო მოსამსახურე ჯარის და გვარდიის დაშლის დღემდე იღებს შესაბამის ანაზრაურებას,
11) არმიისა და გვარდიის სარდლობა ჯარისკაცებს და გვარდიის ოფიცრების უყოფს საკმარის რაოდენობის ვაგონებს და ლოკომოტივებს მათი ოჯახებში დასაბრუნებლად,
12) საქართველოს რევოლუციური კომიტეტი უზრუნველყოფს ყველა სამხედრო მოსამსახურეებს ბინებით და პირადი ქონებით, რისთვისაც საქართველოს რევოლუციური კომიტეტი მათ სათანადო დახმარებას გაუწევს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოების მეშვეობით,
13) სახელმწიფო ქონება, იარაღი, ლოკომოტივები, ისტორიული და კულტურული საგანძური და ყველაფერი რაც დარჩა გადაეცემა რევოლუციურ კომიტეტს, რჩება საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებაში,
14) საქართველოს რევოლუციური კომიტეტი. 1921 წლის 25 თებერვლის ამნისტიის შესახებ დადგენილების გარდა ადასტურებს, რომ სისხლისსამართლებრივი წესით პასუხისმგებლობაში არ მიეცემიან ან ადმინისტრაციული დევნა არ დაიწყება დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ მოღვაწეთა , სამხედრო მოსამსახურეთა, ჯარისკაცთა, მთავარსარდალთა , გვარდიის ოფიცერთა წინააღმდეგ , რომელთა ქმედება გამომდინარეობდა სახელმწიფო და საჯარო მომავალეობებიდან.
მხოლოდ ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე განხორცილებული ქმედებები მიეკუთვნება ამ პუნქტს.
15) რევოლუციური კომიტეტი ხელს უწყობს ყველა ლტოლვილის საცხოვრებელი ადგილისკენთავისუფალ და სწრაფ დაბრუნებას,
16) საქართველოს მოქალაქეები – სამხედრო მოსამსახურეები, ჯარისკაცები, თანამდებობის პირები და ოფიცრები – სასჯელს მოიხდიან მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე,
17) ეს ხელშეკრულება ამოქმედდეს ხელმოწერის მომენტიდან.
საქართველოს რევოლუციური კომიტეტის კომისარი: მამია ორახელაშვილი
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კომისარი: გრიგორი ლორთქიფანიძე
რსფსრ საგანგებო კომისარი: აბელ იენუკიძე
სსფსრ და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
ГРУЗКАВРОСТ -ის შეტყობინება ; მენშევიკური მთავრობის კაპიტულაციის და ევაკუაციის შესახებ
1921 წლის 18 მარტი
ჩვენმა ნაწილებმა 18 მარტს დაიკავეს ქალაქი ბათუმი. საქართველოს მენშევიკური მთავრობის ევაკუაცია მოხდა იტალიური ორთქლმავალით კონსტანტინოპოლამდე ფრანგული კრეისერების დაცვის თანხლებით. მთავრობამ ყველა ძირფასეულობა და დიდი ქონება თან წაიღო.
პოლიტპატიმრები, დაახ. 1000-მდე ადამიანი 17-18 მარტს ციხიდან გაათავისუფლებულია რევოლუციური კომიტეტის მიერ ციხიდან გათავისუფლებული სერგეი ქავთარაძეს ხელმძღვანელობით. დანარჩენ სფეროებში მნიშვნელოვანი არაფერია.
გაზეთი. „პრავდა გრუზიი“, No17, 19 მარტი, 1921 წ