2030 წლამდე მოსკოვში კიდევ 40 ახალი მეტროსადგური აშენდება
სირაქლემას პოზაში მყოფი ქალაქ თბილისის ხელისუფლება „ პრო რუსის „ იარლიყის მიკერების შიშით უარს ამბობს თბილისის მეტროპოლიტენის ბუნკერებად ქცეული სადგურებისათვის რუსული კომპანიების მიერ სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე.
ფაქტია, კომუნისტური ეპოქის ნაშობ საგანძურს, რუსული კომპანიების გარდა ვერც ერთი ქვეყნის სამშენებლო ტაქტიკა ვერ შეცვლის და ვერ მოარჩენს.
მაშინ, როცა მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით მოსკოვის სტრატეგიის ფარგლებში, 2030 წლამდე ,რუსეთის დედაქალაქში კიდევ დამატებით 40-მდე ახალი მეტროსადგურის გახსნას გეგმავს, რომლთაგან მხოლოდ 2024 წელს 8 ახალი მეტოს სადგურში შევიდა ექსპლუატაციაში.
2025 წლისთვის ასევე იგეგმება ბირიულევის განშტოების ახალი კვანძის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 10 მეტროს სადგურს. გარდა ამისა, რუბლევო-არხანგელსკის მეტროს სამშენებლო ხაზზე მუშაობა გაგრძელდება მოსკოვში, სადაც პირველი სადგურების გახსნა იგეგმება 2026 წელს.
“გოლიანოვოს” სამშენებლო სადგურის მშენებლობა, რომელიც იქნება ახალი რკინიგზის სადგური არბატ-პოკროვსკის ხაზის აღმოსავლეთ ნაწილში, დაგეგმილია 2028 წელს და დასრულდება 2030 წელს.
მოსკოვის გარდა, ასევე პეტერბურგში გაიხსნა ახალი მეტროსადგური “მთის ინსტიტუტი”, რომელიც პეტერბურგის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა სადგურია მეტროპოლიტენის სისტემაში.