საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" კეზერაშვილის კავშირები ამერიკულ სპეცსამსახურებთან (ფოტო) – თბილისი 24
20 ივნისი 2024

კეზერაშვილის კავშირები ამერიკულ სპეცსამსახურებთან (ფოტო)

გერმანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების, ანუ ევროპელი პენსიონერების მასშტაბური ძარცვის საქმეს იძიებს, “კვირას” მოაწოდა სკანდალური ფოტო, სადაც საქართველოში ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი, დავით კეზერაშვილი ამერიკელ მაღალჩინოსანთან, კურტ ვოლკერთან ერთად არის გადაღებული.

კეზერაშვილმა ვოლკერს მიმდინარე წლის 7 ივლისს ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში უმასპინძლა.

შეგახსენებთ, რომ კურტ ვოლკერი სტაჟიანი ამერიკელი მაღალჩინოსანია და ის წლების მანძილზე იყო სენატორ ჯონ მაკკეინის ბიუროს ფავორიტი თანამშრომელი, ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპისა და ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ნატოში ამერიკის ელჩი და ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში.

თავისთავად ცხადია, რომ ამ რანგის მაღალჩინოსნები ხელისუფლებისა და მისი შესაბამისი სამსახურების ნებართვის გარეშე ერთ ნაბიჯსაც ვერ და არ დგამენ. შესაბამისად, ქართული აუდიტორიისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს, რატომ შეხვდა ვოლკერი კეზერაშვილს და რა გზავნილები გაცვალეს მათ ლონდონში შემდგარ შეხვედრაზე – ქეთი ხოსიტაშვილი