ცრუ სალომე პირველი მიდრკა ლოთობასა და ჭაჭითა განრღვეულმან იუარა ჯანყი და ეძებდა მიზეზსა სივლტოლვისა
მას ჟამსა ესე ცრუ სალომე პირველი მიდრკა ლოთობასა და ჭაჭითა განრღვეულმან იუარა ჯანყი და ეძებდა მიზეზსა სივლტოლვისა.
მაშინ განძვინდნენ პატრონნი მისნი, მსტოვარნი და დიდვაჭარნი მსახურნი მათნი, ჰკიცხვიდეს და პირისა გამტეხლობასა აბრალებდეს და ახსენებდეს დიდძალსა ფულსა, რომელი გასცეს.
ხოლო ამან ცრუმან, დრკუმან და ყოვლად ცუნდრუკმან მოიგონა ავადობაი და შევიდა საწოლსა თვისსა.
ხოლო ესენი იღრჭენდნენ კბილთა და თვლიდნენ ზარალსა თვისსა, ხოლო დღისათვის ხვალინდელისა შიშვნეულ იყვნეს ფრიად, რამეთუ რისხვისა ბიძინასასა ელოდეს.
ხოლო ჭირი უცნაური, ნიშანი ღვთისა რისხვისა ეწვია ქვეყანასა ამას ჩვენსა-რამეთუ ცნობა წაერთვათ და გონება დაუბნელდათ მრავალთა. ქალნი იგინებოდეს, კაცნი იწყევლებოდეს, თვისი სძულდეს და სხვისსა ჰყვარობდეს, მეკურტუმენი, მემრუშენი, თრიაქისა და აფიონას მყვარებელნი პატივსა შინა იყვნეს.
და ესრეთ მისჭირდა საქმე, რომე ესენი წმიდასა ეკლესიისა ჩინსა უწუნებდეს და თვისსა სიბილწესა უწესებდეს.
ხოლო ყოველსა ამასა არნახულსა უგნურებასა ევროპისა გარდარეულითა სიყვარულითა ამართლებდეს.
და რამეთუ ვითარცა მკალი მოედვნენ ქვეყანასა და აოხრებდნენ მას, არღარა იყო ღონე გარნა ეშმაკეულთა ამათ წურთვნისა.
ვითარცა თქმულ არს-ხნარცვი თხარა და აღმოიღო იგი და შთავარდა მთხრებლსა მას, რომელიცა ჰყო.
სოსო მანჯავიძე