ესენი იმდენს იზამენ,საქართველოში ანტი-დასავლური გამოსვლები იფეთქებს!
ესენი იმდენს იზამენ, საქართველოში ანტი-დასავლური გამოსვლები იფეთქებს.
მერე დააბრალებენ რუსულ ჰიბრიდულ ძალებს.
ჯერ აღვივებენ, მუხტავენ.
ამათ ჰგონიათ ამ უაზრო სანქციებით და განცხადებებით კოლექტიურ ხაბეიშვილს ან ხაზარაძეს ეხმარებიან.
სინამდვილეში ასობით ათასი ადამიანის თავმოყვარეობას ლახავენ.
- ორი დღის წინ იორდანიაში შეიკრიბნენ დასავლეთის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ბლინკენის თაოსნობით, და ბჭობდნენ როგორ დაამყარონ კონტაქტები სირიის ახალ ხელისუფლებასთან, რომელიც, როგორც ბევრჯერ დავწერე ამ დღეებში, არის ტერორისტული ორგანიზაცია “ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი” (“ლევანტას გათავისუფლების ორგანიზაცია”), ყოფილი “ჯაბჰატ-ან-ნუსრა”, რომელიც “ალ-ქაედას” მიერ იყო მხარდაჭერილი.
- ახლა გაიკეთეს ჰალსტუხები, ამბობენ აღარ ვართ ტერორისტებიო, ხოლო დასავლეთი მათ არა ტერორისტებს, არამედ აჯანყებულებს უწოდებს.
- ამათთან საუბარს აპირებენ და საქართველოს ხელისუფლებას სანქციებს უწესებენ. რატომ?
რა დევს სასწორზე? თქვან ღიად, უფრო მისაღები იქნება, ვიდრე ეს თვალთმაქცობა.
ფეხებზე ჰკიდიათ რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, რატომ არ სურთ ამ რადიკალური და წარსულში დამნაშავე ძალების რევანში.
ხალხის განყობებზე ვწერ და არა პირად დამოკიდებულებაზე. არ იციან ამ განწყობების შესახებ?