სექტანტებო, ფეხებზე მკიდია ჩემს შესახებ თქვენი “აზრი” !

უაღრესად შესაბამისი გამოთქმა გვაქვს ქართველებს „ფეხებზე მკიდია“ ,რაც კონკრეტული სუბიექტის მიმართ უყურადღებობას, გულგრილობას ან სიძულვილს გამოხატავს.
ამ სიტყვებითვე მოგმართავთ ყველას, ვისაც ჩემი პოლიტიკური შეხედულებები არ მოგწონთ- საერთოდ არ მაინტერესებს, ფეხებზე მკიდია ჩემთვის ნულოვანი მნიშვნელობის მქონე მოქალაქეების აზრი, ვინც ჩემს შეხედულებებს, ჩემს აზრს, ვიმც მე არ მცემს პატივს!
დიახ , მოქალაქეების , რადგან იყო ადამიანი და ზოგადად ადამიანობა, ძალიან დიდი რამ არის, რისი გათავისებაც ძალადობრივი აქციაზე მდგომ თუ მათ მხარდამჭერ, სოლიდარულ ” ადამიანებს” არ გააჩნიათ.
ადამიანის იერსახის მქონე, ჩაპროგრამებული ბიომასის მიერ გამოცემულ ბგერათა თანაწყობას,რაც არ უნდა უხამსი იყოს ის, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს!
იყო ადამიანი ნიშნავს, არა მხოლოდ ფიზიკურად ადამიანურ სხეულში ყოფნას, არამედ მენტალურ, ემოციურ და ეთიკურ თვისებებსაც, რაც გვაიდენტიფიცირებს როგორც ადამიანებს.
- ეს არის უნარი განცდის და თანაგრძნობის. ადამიანობა გულისხმობს სხვისი ტკივილისა და სიხარულის გაზიარებას, ემპათიას და დახმარების სურვილს და რომელი ერთი გააჩნიათ იმ ადამიანების მსგავსს არსებებს, რომლებიც უაღრესი ზიზღით გამოირჩევიან საკუთარი მოდგმისადმი, თანაქალაქელებისადმი, კანონის დამცველი პოლიციელებისადმი, ადამიანებისადმი, რომლებიც ეწირებიდნენ მათი ჩასვრილი ბელადის სამხედრო პროვოკაციას , ავანტიურას 2008 -ში?
- ადამიანობა ეს არის უნარი აზროვნებისა და თვითშეცნობის.
ადამიანის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ შეგვიძლია ვიფიქროთ, შევისწავლოთ საკუთარი თავი და სამყარო . დავუსვათ კითხვები: ვინ ვართ, საიდან მოვედით, რა გვინდა , რისი გვჯერა, საით მივდივართ? - რომელს აქვს საკუთარი აზროვნების უნარი ხელისუფლების დამხობის ჟინით გაბრუებული მასაში? რომელთაც უთხრეს , შთააგონეს ერთადერთი სიტყვა ” რუსული” და მათი პატრონებისთვის მიუღებელ, განსხავებული აზრის მქონე ადამიანებს ყველას ” პრო-რუსის”, “მოღალატის”, ‘გამყიდველის” იარლიყს აკერებენ, ისე რომ მათ ილია ჭავჭავაძის რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრობა ( 1906წ.)” ან მისი რუსის ჯარის შემოსვლის შესახებ დაწერილი “ასი წლის წინათ” ( 1899 წ.) წაკითხული ჰქონდეთ, მის ტომებს ჩვენთან ერთად სახალხოდ დაწვავდბენ!
- ადამიანობა ეს არის ელემენტარული ეთიკის და პასუხისმგებლობის ქონა. იყო ადამიანი ნიშნავს გქონდეს შეგნებული პასუხისმგებლობა საკუთარი ქმედებების მიმართ, როგორც საკუთარი თავის, ისე საზოგადოების და გარემოს მიმართ.
- რომელ ეთიკაზეა საუბარი, ნახეთ ათეულობით ვიდეო , თუ რა სიტყვებით, როგორ მიმართავენ პოლიციელებს ქალის ფორმაში მყოფი არსებები!
- ადამიანობა ეს არის ურთიერთობებისა და სიყვარულის, სითბო,სიყვარულის გაზიარების უნარი, ეს არის უნარი იყოს ავთენტური, ზრუნავდეს სხვებზე და ეძიოს ცხოვრების არსი იმ უსასრულო და მრავალფეროვან შესაძლებლობებში, რაც ცხოვრებას აქვს.
ნაცვლად ამის, თქვენ გაგაჩნიათ პოლიტიკური სექტისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი, ლიდერის ან იდეოლოგიის აბსოლუტიზაციის.
პოლიტიკური სექტა ხშირად მიიჩნევს თავის ლიდერს ამ შემთხვევაში – იდეოლოგიას შეუმცდარად.
ლიდერი, იდეოლოგია შეიძლება განიხილებოდეს როგორც “მხსნელი”, ხოლო მისი იდეები – ერთადერთი სწორი გზა. - სექტა აცხადებს, რომ მათი პოლიტიკური იდეები ერთადერთია, შეუცვლელი, უალტერნატივოა, მხოლოდ მას , ამ გზას შეუძლია საზოგადოების “ხსნა” და “გადაარჩენა”.
სხვათა აზრები და შეხედულებები განიხილება, როგორც მცდარი ან მტრული!
სექტის ჯგუფი ზღუდავს წევრების წვდომას დამოუკიდებელ მედიასა და სხვა წყაროებზე.
კონკრეტულ შემთხვევაში მათი სამიზნე ტელეკომპანია ” იმედია’.
მათ ე.წ. კრიტიკული მედიიდან მუდმივად აწვდიან პროპაგანდას, რომელიც აძლიერებს ჯგუფის იდეებს და აკნინებს ხელისუფლებას.
“ხელისუფლება ხალხის მტერია” , რომლებსაც აქვს ბოროტი განზრახვა” ქვეყნის დაღუპვის” და ” გარუსების” და ა. შ.
ამაზრზენია სექტის უსაზღვრო ერთგულება კონკრეტულ შემთხვევაში იდეის მიმართ, განურჩევლად იმისა, შეესაბამება თუ არა ის რეალობას. - როგორც წესი, სექტები ხშირად იყენებენ მიტინგებს, პროტესტებსა და საჯარო ღონისძიებებს, რომლებიც ემოციურად ტვირთავს წევრებს და აძლიერებს ერთიანობის განცდას.
- პოლიტიკური სექტები ხშირად იყენებენ შიშის დათესვის სტრატეგიას:”თუ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, ქვეყანა განადგურდება” ან “მტერი დაგვშლის”. მათთვის უცხო არაა ძალადობის მუქარა, ბულინგი , შანტაჟი.
- ვინც სექტას არ უერთდება, განუდგება ან იწონებს სხვა პოლიტიკურ იდეოლოგიას, განიხილება როგორც’ მოღალატე”, “მტერი” , ამ შემთხვევაში” პრორუსი “და ექვემდებარება მათ საერთო კრიტიკას, გაშავებას, ზიზღს და მუქარას.
საბოლოო ჯამში, ეს თითქოსდა აპოლიტიკური სიმბიოზები ჩამოყალიბდნენ პოლიტიკური სექტის წევრებად, რომლებიც ძალადობრივი , ავტორიტარული მექანიზმებით ახორციელებენ საკუთარ გავლენას, პატრონების დავალების შესასრულებლად. - ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია