დემოკრატიით “გაბლატავებულები”!
![](https://tb24.ge/wp-content/uploads/2024/12/received_1137434447814272.jpeg)
დემოკრატიულად აღვირახსნილები, დემოკრატიით გაბლატავებულები- სწორედ ასე ჰქვია იმ თავნებობას, საქციელს რასაც მოქალაქეთა ნაწილი, ორი კვირაა ქალაქის ცენტრში სჩადის.
საკუთარი დამახინჯენული პოლიტიკური შეხედულებების გამო არბევენ, წვავენ , იავარდყოფენ ქალაქს, ცოცხლად წვავენ პოლიციელებს…
სცადონ ერთი მათდამი სოლიდარულმა ემიგრანტებმა და გაიმეორონ მსგავსი მასპინძელ ახალ სამშობლოში. როგორ და რამდენ ხანში ამოყოფენ იქაურ ვირის აბანოში თავს ნახავენ!
ვისაც გაქვთ საშუალება შედარება მოახდინოთ , დამერწმუნებით, რომ საქართველოზე დემოკრატიული სახელმწიფო არათუ რეგიონში, ევროპაში არ არსებობს!
რა განაპირობებს დემოკრატიის ხარისხს?
- მედიის თავისუფლება. ჭუტავიზია, მთავარი, აქუს სალობიე, პალიტრა, ეხლა პირველი არხიც- სიცრუის , ცილისწამების , შეურაცხყოფის, ბოღმის ნიაღვრის სანთხევლად იქცა, პირდაპირი მოწოდებები ისმის სახელმწიფო გადატრიალების. ერთადერთი ტელეკომპანია ‘იმედს “ვერ იტანთ განსხავებული აზრის გამო და იმასაც დარბევით და 7 ნოემბრის მოწყობით ემუქრებიან,
- ვის, სად, როდის შეეზღუდა- სიტყვის, რწმენის, გამოხატვის თავისუფლება,? ორ კვირაზე მეტია ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს კეტავთ და თავნებობთ, ქუჩებში მარბიელ რაზმებს, რეალურად ახალ მხედრიონს “ევროპის კარიბჭის მცველებს” უწოდებთ!
- პრესაში, ფეისბუქზე თქვენ დომინანტობთ, ადამიანებს აბულინგებთ, აშანტაჟებთ, სიებს აქვეყნებთ, თქვენი ლიდერი ვაშაძე შვილებს პირდაპირ მოუწოდებს შვილებს – მშობლებს აუჯანყდნენ, სახელმწიფო გადატრიალებას ღიად აანონსებთ,
- მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები გაწუხებთ? – რა გეზღუდებათ, ლამის ქალაქი გადაწვით, ასობით პოლიციელი დაასახიჩრეთ და სამი – ოთხი დღით ადმინისტრაციული პატიმრობაც არ გინდათ?
- ბიზნესი არ არის თავისუფალი? -სად, რომელი ბიზნესმენი ნახეთ დაჩაგრული? ბანკები, სამშენებლო კომპანიები კატასტროფულ, ასელ მილიონობით მოგებაზე გავიდნენ სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის შეცვლის შემდეგ,
- სასამართლოში გამამართლებელი განაჩენი 0,01% – დან ათჯერ, ასჯერ გაიზარდა, მოსამართლეები ოპოზიციის დაკვეთის შემსრულებლები გახდნენ, გაიხსენეთ კოდალას “წამოცდომა” მოსამართლის მისაღებ გადაწყვეტილებამდე,
- საარჩევნო სისტემის და არჩევნების თავისუფლების ხარისხზე თავად ე.წ. ოპოზიცია ქადაგებდა არჩევნების წინ, თუმც შემდეგ პოლიტიკური დაკვეთა შეეცვალათ და” გაჟონეს”,
- მეტი პოლიტიკური პლურალიზმი რა გინდათ, როცა პარტიებს საკუთარი ტელემაუწყებლობა აქვთ და ათას სისულელეს როშავენ,
- საზოგადოებრივი სერვისების ხარისხი შეეზღუდათ, როცა ათჯერ გაიზარდა ქვეყანაში საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრები?
თქვას ვინმემ,სად,რომელ სფეროში იზღუდება საზოგადოების ჩართულობა?
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია