მიმართვა საქართველოს მთავრობას, პარლამენტს: გთავაზობთ რიგ საკანონმდებლო ინიციატივებს, მათ შორის კანონის გამკაცრებას პოლიციელის შეურაცხყოფისათვის!
მიმართვა საქართველოს მთავრობას, პარლამენტს: გთავაზობთ რიგ საკანონმდებლო ინიციატივებს, მათ შორის კანონის გამკაცრებას პოლიციელის შეურაცხყოფისათვის!
საპროტესტო აქციებზე დაფარული სახით ყოფნის აკრძალვა, საქართველოს „ნოუ- ჰაუ“ არ არის და მოქმედებს რამდენიმე ქვეყანაში. მისი მიზანი, როგორც წესი, დაკავშირებულია საჯარო წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვასთან.
მაგალითად, საფრანგეთში 2010 წლიდან მოქმედებს კანონი “ბურკის აკრძალვის კანონი” ‘საჯარო სივრცეში სახის დაფარვის აკრძალვის შესახებ“, რომელიც კრძალავს სახის სრულად დაფარვას საჯარო სივრცეებში, მათ შორის საპროტესტო აქციებზე. კანონის მიზანია მოქალაქის იდენტიფიკაციის გამარტივება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა. კანონის დარღვევა იწვევს ჯარიმას ან იძულებით სამოქალაქო განათლების კურსის გავლას.
ასევე, გერმანიაში მოქმედებს კანონი საპროტესტო აქციებზე სახის დაფარვის წინააღმდეგ. Vermummungsverbot: აკრძალულია ისეთი სამოსის ან ნიღბების ტარება, რომლებიც ხელს უშლის იდენტიფიკაციას.აქაც კანონის მიზანია უზრუნველყოფილი იქნეს პოლიციის მიერ დემონსტრანტების იდენტიფიკაციის შესაძლებლობა.გამონაკლისად შეიზლება ნიღბების ტარების შესაძლებელია, თუ ეს დაკავშირებულია ჯანმრთელობის დაცვასთან (მაგ., პანდემიის დროს).
კანადაში მსგავსი კანონი (Bill C-309) მოქმედებს 2013 წლიდან და კრძალავს ნიღბების ტარებას ან სახის დაფარვას.
დაფარული სახით და პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ხელისშემშლელი სხვა ფორმით, ნიღბებით , საპროტესტო აქცებს და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ყოფნის გარდა, კანონმდებლობით აუცილებლად საჭიროა გამკაცრდეს ადმინისტრაციული, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობა პოლიციის მუშაკის მიმართ.
მიიღეთ საკანონმდებლო ინიციტივად და გაამკაცრეთ კანონმდებლობა პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის!
პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა სხვადსხვა ქვეყნებში მიჩნეულია, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევად,ასევე იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხიმგებლობას.
- აშშ-ში სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციელის მიმართ დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, თუ იგი არ შეიცავს საფრთხეს, ძალადობის მოწოდებას ან ხელის შეშლას პოლიციის საქმიანობაში. თუმცა, თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა გადაიზრდება პოლიციის წინააღმდეგ მოწოდებებში ან საჯარო წესრიგის დარღვევაში, შესაძლოა ადმინისტრაციული ჯარიმა ან დაპატიმრება.
- გერმანიაში (Beleidigung ) პოლიციელის შეურაცხყოფა ითვლება სამართალდარღვევად და შეიძლება დასჯად იყოს ჯარიმით ან პატიმრობით (მაქსიმუმ 1 წელი). მაგალითად სიტყვების ან ისეთი ჟესტების გამოყენება, რომლებიც შეიძლება განიმარტოს როგორც უპატივცემულობა.
- საფრანგეთში (Outrage envers une personne dépositaire de l’autorité publique) პოლიციელის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა ითვლება სამართალდარღვევად და ისჯება ჯარიმით (მაქსიმუმ €7,500) ან პატიმრობით (6 თვემდე). საჯარო სივრცეში მსგავსი ქცევა უფრო მძიმე შედეგს იწვევს.
- დიდ ბრიტანეთში პოლიციელის შეურაცხყოფა საჯარო წესრიგის დარღვევად ითვლება, თუ ეს იძენს აგრესიულ ხასიათს. იწვევს ფიქსირებული ჯარიმას ან სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობას.
- ჩინეთში პოლიციელის შეურაცხყოფა მკაცრად ისჯება, როგორც საჯარო წესრიგის დარღვევა.შედეგია: ჯარიმა, ადმინისტრაციული დაკავება (15 დღემდე) ან დამატებითი სანქციები, თუ ინციდენტი მოიცავს სხვა დანაშაულებს.
- ინდოეთი (Indian Penal Code (IPC) პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა შეიძლება ითვლებოდეს “სახელმწიფო მოხელის საქმიანობის ხელის შეშლად” (სექცია 186) და შეიძლება გამოიწვიოს ჯარიმა ან პატიმრობა (3 თვემდე).
- ავსტრალიაში პოლიციელის შეურაცხყოფა შესაძლოა შეფასდეს როგორც საჯარო წესრიგის დარღვევა. სასჯელია ფიქსირებული ჯარიმა ან პატიმრობა (6 თვემდე, შტატის მიხედვით).
- კანადაში (Criminal Code) პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც არ შეიცავს ძალადობისკენ მოწოდებას ასევე დასჯადია და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
- ავტორიტარული რეჟიმებში: საუდის არაბეთი, ირანი და სხვა ქვეყნებში პოლიციელის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა მკაცრად ისჯება, რომელიც მოიცავს ფიზიკურ დასჯას, პატიმრობას ან ფინანსურ ჯარიმებს.
2. პიროტექნიკის, „პეტარდების“, მაშხალების ან სხვა სადღღესასწაულო ატრიბუტიკის გამოყენება და მიმართვა მოქალაქეების მიმართ, რომელიც იწვევს სხეულის დაზიანებას, გაუთანაბრდეს ცელხლსასროლი იარაღით მიყენებულ დაზიანებათა კატეგორიას და დადგეს შესაბამისი პასუხისმგებლობა.
ცნობისათვის, საპროტესტო აქციების დროს პეტარდებისა და პიროტექნიკის გამოყენება აკრძალულია ბევრ ქვეყანაში, რადგან ეს ნივთიერებები ხშირად დაკავშირებულია უსაფრთხოების რისკებთან, პოლიციისთვის ხელის შეშლასთან და საჯარო წესრიგის დარღვევასთან. ქვეყნები, სადაც ეს აკრძალულია, ზოგადად ითვალისწინებენ კანონებს, რომლებიც ზღუდავენ პიროტექნიკის გამოყენებას საჯარო ღონისძიებებზე.
მაგალითად:
- გერმანიაში პიროტექნიკის გამოყენება საპროტესტო აქციებზე აკრძალულია. Versammlungsfreiheitsgesetz (შეკრების თავისუფლების კანონი) ავალდებულებს ორგანიზატორებს უზრუნველყონ, რომ დემონსტრანტებმა არ გამოიყენონ საშიში ნივთიერებები, მათ შორის პიროტექნიკა.
- საფრანგეთში კანონი კრძალავს პიროტექნიკის გამოყენებას ნებისმიერი სახის საზოგადოებრივ შეკრებაზე.
3.ამოქმედდეს კანონი „ უცხოური გავლენის შესახებ“ და მიენიჭოს „უცხოური გავლენის აგენტის“ სტატუსი იმ ტელემაუწყებლებს, რომელიც კანონის თანახმად ფინანსდებიან ქვეყნის ფარგლებს გარედან. შესაბამისად, გადაიხედოს მათი ლიცენზირების საკითხი.
“უცხოური გავლენის აგენტი” სტატუსი სხვადასხვა ქვეყანაში ენიჭება ტელეკომპანიებს (და ზოგადად ორგანიზაციებს), რომლებიც იღებენ დაფინანსებას ან აქვთ კავშირები უცხოურ სახელმწიფოებთან ან ორგანიზაციებთან. ამ სტატუსის მინიჭების წესები და საფუძვლები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით და ხშირად არის დაკავშირებული პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალური კონტექსტთან.
მაგალითად:
- ამერიკის შეერთებული შტატებში ცნობილი FARA-ს (FARA – Foreign Agents Registration Act) კანონი მოითხოვს, რომ პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ უცხოური მთავრობების, ორგანიზაციებისა ან პირებისთვის, დარეგისტრირდნენ როგორც “უცხოური აგენტები”. ეს ეხება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქმიანობა მიზნად ისახავს პოლიტიკურ ან საჯარო აზრის ფორმირებას აშშ-ში.
აშშ-ში ასეთი მედია ორგანიზაციებია, რომლებიც ფინანსდებიან უცხო ქვეყნის მთავრობისგან (მაგ., RT ან Sputnik),
- რუსეთში კანონი “უცხოური აგენტების შესახებ” 2012 წელს მიიღეს და ის მოგვიანებით გაფართოვდა. ტელეკომპანიები, მედია ორგანიზაციები ან პირები იღებენ ამ სტატუსს, თუ ისინი:
იღებენ ფინანსურ ან სხვა სახის მხარდაჭერას უცხოური სახელმწიფოებისგან, ორგანიზაციებიდან ან პირებისგან;აწარმოებენ პოლიტიკურ აქტივობებს ან ინფორმაციულ-პროპაგანდისტულ საქმიანობას. სტატუსის მიღება იწვევს სავალდებულო რეგისტრაციას, შემდგომი მკაცრი მონიტორინგის წესებს და ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვებს.
- ჩინეთში პირდაპირი “უცხოური აგენტის” სტატუსი ტელეკომპანიებისთვის არ გამოიყენება, თუმცა უცხოური გავლენის შეზღუდვა ხორციელდება მედიაზე მკაცრი კონტროლით.
მედია, რომელიც დაფინანსებულია უცხო ქვეყნებიდან ან დაკავშირებულია მათთან, განიხილება როგორც პოტენციური რისკი და ხშირად ექვემდებარება ცენზურას ან აკრძალვებს.
- ევროკავშირში, ამ ეტაზე საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, მსგავსი “უცხოური აგენტის” სტატუსი პირდაპირი ფორმით არ არსებობს, თუმცა უცხოური დაფინანსების მქონე მედიას აკვირდებიან, განსაკუთრებით პროპაგანდის ან დეზინფორმაციის გავრცელების რისკისას.
მაგალითად, რუსულ მედიაზე, როგორიცაა RT და Sputnik, ევროკავშირმა დაწესა სანქციები უკრაინაში ომის კონტექსტში.
4.სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევამ არ აანაზღაუროს სახელმწიფოს მიმართ, სახელმწიფო წარმომადგენლის მიმართ და კანონიერი ქმედებების დროს წარმოშობილი ზიანი, როდესაც ძალადობრივი აქციები შს სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანამხად, ცდება მშვიდობიან ხასიათს და ხდება ძალადობრივი ,
ცნობისათვის, საპროტესტო აქციების დროს მიყენებული დაზიანებების სამედიცინო ხარჯები არ ნაზღაურდება, განსაკუთრებით თუ დაზიანება მოხდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაზე.
- აშშ-ში საპროტესტო აქციების დროს , მაშინ როდესაც კი მოქალაქე იღებს დაზიანებას პოლიციის ძალადობის შედეგად, სამედიცინო ხარჯები არ ანაზღაურდება ავტომატურად. დაზარალებულს შეიძლება მოუწიოს სასამართლოში სარჩელის შეტანა კომპენსაციის მოთხოვნით, ხოლო, თუ დაზიანება იყო კანონის დარღვევის პროცესში, სახელმწიფოს ანაზღაურება კატეგორიულად გამორიცხულია.
- რუსეთი არ ანაზღაურებს საპროტესტო აქციებზე დაზიანებების ხარჯებს, განსაკუთრებით თუ აქციები იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ. გამონაკლისია შემთხვევა, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა და მოქალაქე უდანაშაულოა, შეიძლება მოვითხოვოს კომპენსაცია.
- ჩინეთში სახელმწიფო აქციების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ხშირად აკისრებს პასუხისმგებლობას ნებისმიერი ზიანის ან ხარჯის გამო, რომელიც უკავშირდება დემონსტრაციას. მოქალაქის დაზიანებების შემთხვევაში სახელმწიფო კომპენსაციას არ გასცემს, განსაკუთრებით თუ აქცია მიჩნეულია “არაკანონიერად”.
- ინდოეთში საპროტესტო აქციებზე მიღებული დაზიანებების სამედიცინო ხარჯები არ ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ. გამონაკლისიოა განსაკუთრებულ შემთხვევა (მაგ., პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება), სასამართლოს გზით შესაძლებელია კომპენსაციის მოთხოვნა.
- საუდის არაბეთი და სხვა ავტორიტარული ქვეყნებში სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას საპროტესტო აქციებზე დაზიანებებისას.
ზოგიერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში შესაძლებელია სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება, თუ დადგინდა, რომ სახელმწიფომ ან მისმა წარმომადგენლებმა (მაგ., პოლიციამ) გადამეტებული ძალა გამოიყენეს: გერმანია, საფრანგეთი, სკანდინავიის ქვეყნები.
5.გერმანული და ფრანგული პრაქტიკის თანახმად, აიკრძალოს პოლიციის თანამშრომელთა იდენტიფიცირება, გარდა, მათი მხრიდან აშკარა სამართალდარღვევის ჩადენის მომენტის.
- გერმანიაში პოლიციელის სახის ტელეფონით გადაღებისას არსებობს გარკვეული სამართლებრივი და ეთიკური შეზღუდვები.
პირადი მონაცემების დაცვა (Datenschutz): გერმანიის კანონმდებლობა, კერძოდ, GDPR და ადგილობრივი მონაცემთა დაცვის კანონები, იცავს პირად მონაცემებს, რაც მოიცავს სახეებს. პოლიციელის ფოტო ან ვიდეო შეიძლება ჩაითვალოს პირადი მონაცემების დამუშავებად, განსაკუთრებით თუ ის გამოიყენება გასაჯაროებისთვის.
სამსახურებრივ პირობებში პოლიციელის გადაღება ზოგადად დაშვებულია, თუმცა, ფოტოების ან ვიდეოს გავრცელება, სადაც პოლიციელის სახე აშკარად ჩანს, შესაძლოა კანონის დარღვევად ჩაითვალოს, თუ ეს საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებას ან რეპუტაციას. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ვიდეოს გავრცელებისას პოლიციელის პირადი მონაცემები (მაგ. სახე) დაცული იყოს ან დაბლარული.
- საფრანგეთში მოქმედებს “გლობალური უსაფრთხოების კანონი” (2021), რომელიც კრძალავს პოლიციელების სახის გადაღებას ან მათი გამოსახულების გავრცელებას მიზნით, რომ საფრთხე შეექმნას მათ უსაფრთხოებას. დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დაჯარიმება (€45,000-მდე) ან პატიმრობა (1 წლამდე).