ამერიკამ, დასავლეთმა ღია ომი გამოუცხადა საქართველოს, ეს არის ბრძოლა წესების გარეშე

ამერიკამ, დასავლეთმა ღია ომი გამოუცხადა საქართველოს, ეს არის ბრძოლა წესების გარეშე.
რაც დღეს, თბილისის ქუჩებში ხდება, ეს არის გაშმაგებული მცდელობა,როგორმე დაამხონ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება და ქვეყანა გამოიყენონ საკუთარი ინტერესების შესაბამისად, ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში.
საქართველოს შიდა და გარე მტრები არ იცავენ არანაირ წესებს, მიდიან სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვაზე,გამწვავებაზე, სისხლისზღვაზე.
მოსყიდული,ოკენისგაღმიდან დაფინანსებული,ალკოჰოლით, ნარკოტიკული ნივთიერებებით გაბრუებული ბრბო ძალადობს სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს პოლიციელებს, დათარეშობენ თბილისის ქუჩებში, მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან და წვავენ პოლიციელებს, ამტვრევენ, ცეცხლს უკიდებენ სახელმწიფო და კერძო ქონებას, სოციალურ ქსელში აბულინგებენ , შეურაცხყოფენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით.
ქვეყანის უსაფრთხოების სამსახურს უწევს გაუმკლავდეს აშშ-დან საკუთარი გავლენის აგენტებისთვის, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შემოსულ ასეულობით მილიონ დოლარს და რამოდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურების რადიკალურ ქმედებებს.
ნუ გიკვირთ სახელმწიფოს ან, იმ ადამიანების რეაქცია, რომლებიც ქუჩებში სპონტანურად უსწორდებიან სწორედ ამ მოძალადე ადამიანებს და ე.წ. ჟურნალისტებს, რომლებიც იმკიან იმ ზიზღის, სუცრუის საფასურს , რაც წლების მანძილზე საზოგადოებაში თესეს.
ყოველივეს შედეგად, იკვეთება სამოქალაქო დაპირისპირების პირველი ნიშნები.
ეს არის პირდაპირი პროვოცირება , იძულება რუსეთის ფედერაციისათვის (განსაკუთრებით მათ მიერ განახლებული სამხედრო დოქტრინის შემდეგ, რის თანამხად ისინი მათ მოსაზღვრე ქვეყნებში არ დაუშვებენ „ფერად რევოლუციას“ ) დაიცვას საკუთარი სახელმწიფოებრივი ინეტრესები, მოახდინონ საქართველოს სრული ოკუპაცია.
ამერიკული მოტივაცია, რომ „ რუსეთი საქართველოში სიტუაციის დაძაბვისას გადმოისვრის 60 ათას ჯარისკაცს, ამით დასუსტდება უკარაინის ფრონტი… 3 მილიონი ვართ, ყველას ვერ მოგვკლავენ, ქვეყანა, ხალხი გაუძლებს სამი დღე და შემდეგ გადავა პარტიზანულ ომზე “ -პირდაპირ მიმანიშნებელია ქართველი ერის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერსების უგულვებელყოფნის, ფეხებზე დაკიდების.
გამოსავალი აღნიშნული სიტუაციიდან ერთია: სახელმწიფოს აქტიური ქმედება.
- ე.წ. კრიტიკული სატელევიზიო არხებისათვის , მათი ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობის შესაბამისად , სახელმწიფო გადატრიალებაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმება,
- აქციების მიმდინარეობის პროცესის დამნაშავე, რადიკალური ჯგუფების გამოვლენა და მათი სამართლებრივი პასუხიმგებლობის დაყენება,
- უნივერსიტეტების ხელახალი ლიცენზირება და დეპოლიტიზაცია,
- პოლიტიკური პარტიების ახალი სტანდარტების შესაბამისად ხელახალი რეგისტრაცია
- კანონის დიქტატურის დამყარება და შესაბამისად: პოლიციისთვის მაქსიმალური, ევროპული უფლებების მინიჭება, მათი ღირსების მაღალ ხარისხზე აყვანა (და არა ფეიბუქზე კნავილი „პოლიციელი გმირია“ ).
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არც ერთი ქართული კანონი არ მოითხოვს არჩვენების შედეგების მილოცვას , ვინმეს მიერ ცნობას და ლეგიტიმაციას, გარდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომიისსა.
საქართველოს მტრები უნდა შეეგუონ, რომ არანაირი განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში არ ჩატარდება, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ქვეყანას ეყოლება ახალი პრეზედენტი და საქართველო წავა წინ საკუთარი ინტერსების შესაბამისად- ვინმეს თავსმოხვეული წესებით, კანონებით, შანტაჟით, მუქარით.
საქართველოს ყავს უმრავლესობით არჩეული ეროვნული მთავრობა , რომელიც არის და იქნება უპირველესყოვლისა ქართველი ხალის ინტერესების დამცველი!