14 თებერვალი 2025

აშშ-მა და  დასავლეთმა ,ომი, არა მარტო საქართვლოს ხელისუფლებას, არამედ თითოეულ ჩვენგანს გამოუცხადა!  

იმ სისასტიკის მიხედვით, რასაც დღეებია თვალყურს ვადევნებთ რუსთაველის გამზირზე, ადვილად ვრწუნმდებით, თუ  რამხელა ბოროტებაა ფაშისტური გაერთიანება  „ნაციონალური მოძრაობა“ სატელიტი შენაერთებითურთ და მათი დაუოკებელი ჟინი , აშშ-ს ძველი ხელისუფლების ვადის ამოწურვამდე  სისხლში ჩაახშონ საქართველო.

   პრეზიდენტად წოდებულის მეთაურობით, ქვეყნის შინაური მტრების, ოთხი პოლიტკური პარტიის სახით,  მიზანი აშკარა და მრავალჯერ გაცხადებულია: ამერიკული იმპერიის პრესტიჟის გადასარჩენად საქართველოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ  წაგებულ ომში ჩართვა და ქართული გენოფონდის განადგურება !

   სხვა მიზანი მათ არ ამოძრავებთ. ამისთვის აქვთ მათ ამერიკის შეერთებული შტატებიდან წინასწარ მიღებული ასობით მილიონი დოლარი,რის გათეთრებას ახლა  ამ ძალადობრივი  აქციებით ცდილობენ.

  ქალაქის ინფრასტრუქტურის განადგურების და ვანდალიზმის  გარდა, ფაქტია, რომ ფსიქიკაგადაგვარებული ადამიანები, რომლებიც თავს „საქართველოს  მოსახლეობის უმრავლეოსობას“ უწოდებენ და მათი სახელით მოქმედებენ, თამაშობენ საღად მოზროვნე იმ ადამინების მოთმინებასა და ნერვულ სისტემაზე, ვინც მმართველ პარტიას, მშვიდობას, ბიძინა ივანიშვილს არჩვევნებში მისცა ხმა.

ყოველი  დღე არის დაცინვა თითოეულ ჩვენგანზე , ვისაც არ გვსურს კვლავ ფაშიზმის აყვავება ჩვენს სამშობლოში.

 დაცივნა და შეურაცხყოფა არა მხოლოდ ტვინგარეცხილი ქართველების,  არამედ , სამწუხაროდ,  იმ გაერთიანების  ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირებისგან , ვისთანაც  ჩვენ გვსურს  ქვეყნის  მომავალი ვიხილოთ.

 შანტაჟის ის ხარისხი, რა დოზითაც ევროკავშირის საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების  მაღალი თანამდებობის  პირები საქართველოს მთავრობას, პრემიერს  უყენებენ და ესაუბრებიან, მიუღებელი და აღმაშფოთებელია!

მათი თქმით, თუ , მათ ერთიან ოჯახში გინდა ცხოვრება, უნდა იცოხვრო ისე, როგორც ამ ოჯახის წესები მოითხოვს:  უარი უნდა თქვა შენს საუკუნოვან ტრადიციებზე, ღირებულებებზე და მიიღო ის, რასაც  ამ „ოჯახის უფროსი“ იტყვის:

  • გაათავისუფლო „ ქართული დემოკრატიის მამა“ , მრავალ დანაშაულში მსჯავრდებული ექს. პრეზიდენტი სააკაშვილი,  
  • გააუქმო  მათთვის მიუღებელი ქართული კანონები ოჯახის ღირებულებების შესახებ,
  • დათანხმდე ქვეყანაში ჩრდილოვანი მთავრობის არსებობას,ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების სახით,  რომლეიც   ოკეანისგაღმა პატრონების თითის ერთ დატკაცუნებაზე დაამხობენ არჩეულ ხელისუფლებას,
  • დაუწესო რუსეთს სანქციები, გაანადგურო ქვეყნის ეკონომიკა და ჩაერთო მის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში.

სხვა შემთხვევაში შენ, როგორც სახელმწიფო ამ „ღირსეული ოჯახის“ წევრი ვერ გახდები!

საქართველოს ხელისუფლება ყველანაირი მოთმინებით ცდილობს აშშ-ში  ხელისუფლების შეცვლამდე, როგორმე გაუძლოს ზეწოლას და აიტანოს ის დამცირება, რასაც  გლობალური  ომის პარტია  მოღალატე  ქართველების ხელით უწყობს, ფაქტობრივად დაუმროჩილებლობისთვის სჯის  მას.

აშშ-მა და  დასავლეთმა, ომი, არა მარტო საქართველოს ხელისუფლებას, არამედ თითოეულ ჩვენგანს გამოუცხადა!  

  ყველამ ერთად, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა მოვითმინოთ და გავუძლოთ  2025 წლის  20 იანვრამდე,  როდესაც  ამ ბოროტ ძალას ხელიდან გამოეცლება ყველა რესურსი , სახელისუფლებო ბერკეტი  საქართველოზე  შანტაჟის, ზეწოლის,ზემოქმედებისათვის.

  არ ავყვეთ პროვოკაციებს, რომლებიც სავარაუდო იქნება  ფართო საზოგადოების სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩასართავად.   შევინარჩუნოთ მშვიდობა, პატიცი ვცეთ ჩვენს არჩეულ ხელისუფლებას, უნიჭიერესს  პრემიერს, პარლამენტს, განსაკუთრებით  „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც წლებია იტანს ყველა ჩვენთაგანზე მეტ  შეურაცხყოფას უმადური მოქალაქეებისგან.

 ყველაფერი კარგად იქნება, საქართველო გაიმარჯვებს!