14 თებერვალი 2025

მედვედევი: საქართველო სწრაფად მიექანება ბნელ უფსკრულში

საქართველო სწრაფად მიექანება უკრაინულ გზაზე „ბნელი უფსკრულისკენ“ და არსებობს ახალი სამოქალაქო შეტაკებების წინაპირობები, წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ტელეგრამის არხზე.

საქართველოში ოპოზიციის საპროტესტო აქციების მორიგი სერია ხუთშაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა გადაწყვეტილება 2028 წლამდე შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების განხილვა.

  • „საქართველოში არის მორიგი „ფერადი რევოლუციის მცდელობა.
  • ქუჩაში ხალხის ნაწილი ყვირის, ანგრევს და ცეცხლს უკიდებს. მეორე ნაწილი კი  დუმს.
  • საქართველოს ვადაგადაცილებულმა „პრეზიდენტმა“, ზბიგნევ ბჟეზინსკის გულმოდგინე ფრანგმა სტუდენტმა, გიჟმა დეიდამ- სალომემ განაცხადა, რომ პოსტს არ დატოვებს, რადგან არჩევნებს არ ცნობს. ამისთვის ხალხს ადრე ლამპიონის  ბოძებზე კიდებდნენ. ახლა ჰუმანური დროა.
  • არსებობს ყველა წინაპირობა იმისა, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გადავარდეს სამოქალაქო შეტაკებების უფსკრულში და კვლავ აიძულოს არჩევანის გაკეთება თავხედურ ევროკავშირს, ნატოს და პინდოსტანს, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, საქართველოს უძველესი მიწას შორის. მეზობლები სწრაფად მიექანებიან  ბნელ უფსკრულში -უკრაინულ გზაზე, როგორც წესი, ეს მთავრდება. ძალიან ცუდად“, – წერს მედვედევი.