17 მარტი 2025

საბრძოლო მოქმედებებში უკრაინამ 780.000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა

საბრძოლო მოქმედებების დაწყების დღიდან უკრაინამ 780.000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დასავლური სადაზვერვო სამსახურების საიდუმლო დოკუმენტები საზოგადოებაში ჟონავს. გარკვეულწილად, ალბათ ეს განზრახაც კეთდება. ინტრნეტ საჯარო სივრცეში გამოქვეყნდა ცხრილი, რომელიც  საომარი მოქმედებების დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების რეალურ დანაკარგებს ეძღვნება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ სიმართლე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ადრე გააჟღერა, მასთან ახლოსაც არ ირის.

  • „ეს არის ბომბი: დასავლური შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები სამხედრო სპეცოპერაციის დაწყებიდან 1,8 მილიონ ადამიანს აღწევს.  აქედან 780 ათასი დაიღუპულის სახით.  – წერს ტელეგრამ არხი  “მილიტარისტი”.

  გაჟონილ დოკუმენტებში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოველთვიური დანაკარგი 55.000-65.000 ადამიანს აღწევს.

დაახლოებით ერთი წლის წინ, ზელენსკიმ, განაცხადა,რომ უკრაინის არმიამ 30 ათასზე ცოტა მეტი მებრძოლი დაკარგა.

ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ დასავლურ პუბლიკაციაში  ეს ციფრი 80 ათასამდე გაზარდეს. ამ გამოქვეყნებული მაჩვენებლითაც კი, ზელენსკი უკიდურესად უკმაყოფილო და გაბრაზებული იყო.   როდესაც მას ჰკითხეს ამ მონაცემების შესახებ, მან გაღიზიანებით თქვა: ”ბევრად ნაკლები.”

უკრაინული TG არხი „რეზიდენტი“, გენერალური შტაბის წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამჟამად არ ჰყავს 14 ახალი ბრიგადა, რაზეც ცოტა ხნის წინ ზელენსკიმ ისაუბრა.

მთავარსარდალი სირსკი ამერიკლების ზეწოლით  კვლავ მუდმივად ითხოვს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მობილიზაციის ასაკის  18 წლამდე შემცირებას, რათა  შემტევი  ბრიგადები ახალგაზრდებით დაკომპლექტდეს.