4 ნოემბერი 2024

გერმანიის ელჩი: თქვენ საფრთხეში ხართ..ამ კურსით საქართველო EU-ში გაწევრიანებას ვერ შეძლებს

თქვენ საფრთხეში ხართ, რომ ხელიდან გაუშვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა და პრივილეგირებული პარტნიორობა… ნუ წარმოიდგენთ, რომ თუ თქვენ ჩვენ მოგვშორდებით, ჩამოგყვებით და შეგევედრებით, რომ დაბრუნდეთ. ჩემი ანალიზით, პოლიტიკური ტენდენციები სხვა მიმართულებით მიდის, ამ კურსით საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ერნსტ პიტერ ფიშერმა გერმანიის 3 ოქტომბერს, გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • მივმართავ ქართველებს: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ. როგორ გინდა, რომ გმართონ და ქვეყნების რომელ ჯგუფს უნდა მიეკუთვნებოდეთ. მაგრამ როგორ უნდა გაწევრიანდეთ ევროკავშირში?
  • თქვენ უნდა მიიღოთ ევროკავშირის თითოეული კანონმდებლობა.
  • როცა ამას გააკეთებთ, როცა ევროკავშირის კანონები აქ ქვეყნის კანონები გახდება, თქვენ წევრი გახდებით.
  • თუ არ გააკეთებთ, თქვენ არ ხართ წევრი. ძალიან მარტივად გასაგებია.

და გთხოვთ დამიჯერეთ: ჩვენ ვართ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც ვწყვეტთ, ვინ და როდის შემოგვიერთდება.

  • კანდიდატები ამ გადაწყვეტილებას არ იღებენ. როგორც მეგობარს და მე მჯერა, რომ ამ დარბაზში ბევრია, ვინც შეიძლება დაამტკიცოს, რომ მე ყოველთვის ვმოქმედებდი. როგორც მეგობარი, უნდა გითხრათ: თქვენ საფრთხეში ხართ, რომ ხელიდან გაუშვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა და პრივილეგირებული პარტნიორობა…
  • ნება მომეცით, პირად შეხედულებაც გაგიზიაროთ: ნუ წარმოიდგენთ, რომ თუ თქვენ ჩვენ მოგვშორდებით, ჩამოგყვებით და შეგევედრებით, რომ დაბრუნდეთ. ჩემი ანალიზით, პოლიტიკური ტენდენციები სხვა მიმართულებით მიდის“, – განაცხადა მან.