27-ში ამერიკა საბოლოოდ დაკარგავს საქართველოს!

საპარლამენტო არჩევნებისთვის რომ ოპოზიცია არ ემზადება ამას პოლიტიკაში გაუთვითცნობიერებელი ამომრჩეველიც ხვდება. დღეს, რომ უკვე მაღალი ტრიბუნებიდან გაყალბებულ შედეგებზე საუბრობენ და ხელისუფლებას თითს უქნევენ, არც ეს არის გასაკვირი.
დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ 27 ოქტომბერს , ცეესკოს მიერ 03:00 საათზე არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნებისთანავე, თუ ეს შედეგი ოპოზიციის სასარგებლოდ არ იქნება 60/40-ზე, ( და არც იქნება!) ავტომატურად ძალაში მათ მიერ დაანონსებული გეგმა – არჩევნების შედეგების არ აღიარების შესახებ შედის.
აქ ამოცანა, კითხვაა , თუ რა შედეგს მოიტანს მათი მთავარი კოზირი -არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა ?
არც არავის ეპარება ეჭვი, იმაში, რომ აშშ-ს პირდაპირი აგენტის – მადამ პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ტექნიკურ მთავრობას უმალვე ცნობს ამერიკის და დასავლეთის დიპლომატიკური კორპუსი. ისიც ცნობილია, რომ ე.წ. ტექნიკური მთვარობის შემადგენლობა აშშ-ს სალეჩოში უკვე დევს, სადაც „ქართული ოცნების“ როლი კულტურის და სოფლის მეურნეობის მინისტრების დონმეზე ნომინალურია.
ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ კოალიციური მთავრობის დაშვების შესაძლებლობებაც კი, საქართველოს მტრების გამარჯვება და საქართველოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის ტოლფასია!
- მაშ, რა მოყვება ხელოვნურად შექმნილ პოლიტკურ ჩიხს და რა შედეგები ექნება სავარაუდო მოლაპარაკებების მცდელობას ხელისუფლებასთან?
- რა დათმობაზეა წამსვლელი საქართველოს მოქმედი ხელისუფლება და უშუალოდ, ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილი?
ხელში ჩაუგდონ ამერიკელებს ხელისუფლება და როგორც მათი N 1 სკრიპკა ნიკოლოზ გვარამია აცხადებს „ მშვიდობიანად გადააბარონ ხელისუფლება“?
არც ერთი და არც მეორე!
სცენარის განვითარების ერთადერთი ვარიანტი კვლავ და კვლავ „ სამართიანობის აღდგენის „ მოტივით ხელისუფლების გადატრიალების და ძალაუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებაა, რომელი დასავლეთის მიერ იქნება სანქცირებული და ფართოდ გაშუქებული დასავლური მასობრივი საშუალებებით : რუსული ჩარევა ქართულ არჩევნებში, რუსული კვალი, არეულობები, გამოსვლები, დაუმორჩილებობისკენ მოწოდებები…
თუ, ქართული ძალოვანი უწყებები ვერ გაუმკლავდებიან დაგეგმილ პროვოკაციებს უდავოა აქ, საკითხი უკვე ცდება საქართველოს ხელისუფლების კომპეტენციას და აშშ-ს პოლიტიკურ „თამაშში“ , ისევე როგორც 2022 წლის 24 თებერვალს, ავტომატურად , იძულებით შემოყავს რუსეთის ფედერაცია და მისი შეიარაღებული ძალები.
სურს თუ არა ეს საქართველოს ხელისუფალს, თუნდაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ილუზია, იმის, რომ რუსეთის ფედერცია რაიმე ფორმით დაუშვებს საქართველოში ახალ ფერადოვან რევოლუციას ნულის ტოლია. რუსეთმა უკვე ძალიან ბევრი მსხვერპლი გაიღო ამერიკული ოცნების ასალაგმად უკრაინაში.
სცენარს საბოლოო მივყავართ ორი ქვეყნის სპეცსამსახურების , ერთის მხრივ აშშ-ს მეხუთე კოლონის საქრთველოში- ე.წ. არასამთავრობო სექტორის, პროვოკაციის მიზნით უკრაინიდან შემოყვანილი დაქირავებული მებრძოლების და ხელისუფლების დამხობის საშიშროების , შესაძლო, აშკარა , პირდაპირი რიკის გამო საქართველოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილების შემოყვანის გარდაუვალ შესაძლებლობას.
ამ შემთხვევაშიც კი, თუმც, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის , მისი კანტორის თბილისში სურვილი ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ იქნება, ეს ნაბიჯი მათ საბოლოოდ დააკარვგინებს საქართველოს და ქართველი ხალხის კეთილგანწყობას.
ამერიკა საბოლოოდ დაკარგავს საქართველოს!
საქართველოს მოსახლეობისთვის, საღად მოაზროვნე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, აშკარა იქნება, რომ რუსეთის ფედერაციის მსგავსი ნაბიჯი, ისევე როგორც უკრაინაში , გამოწვეული იქნება იძულებით, საკუთარი ინტერესების დასაცავად, რომელიც უფლის წყალობით დაემთხვევა ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას- იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, ყავდეს საკუთარი ნება-სურვილით არჩეული ხელისუფალი.
ღმერთი ფარავდეს საქართველოს!
ჟურნალისტი: გოჩა ნაჭყებია