14 ოქტომბერი 2024

აფხაზეთში ომი აშშ- ს პირდაპირი წაქეზებით დაიწყო

.
აფხაზეთში კონფლიქტის ინსპირაცია ამერიკელების მოწყობილია, რაშიც საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება გაეხვა.
ძმათამკვლელი ეთნიკური ომი აშშ-ს საქართველოსთვის რუსეთის დაშორებას და საუკუნო მტრის ხატად წარმოჩენას ემსახურებოდა.

რათქმაუნდა, “ქართული აგრესია” საბაბად უნდა გამოეყენებინა იმჟამინდელ რუსეთის ხელისუფლებას და დაეცვა ” მოძმე ერი”.
საბედნიეროდ დღეს, რუსები თავადაც მიხვდნენ, რომ ეს ამერიკელების მიერ თავსმოხვეული ავანტიურა იყო.
ფაქტია, ამერიკელები პირდაპირი მნიშვნელობით, ღიად მართავდნენ ელცინის რუსეთს 1991-1999 წლებში.
აშშ- ს აგენტურა სახელისუფლებო ეშელონების გარდა ყველა სტრატეგიულ ატომურ ობიექტსაც კი აკონტროლებდა.რუსეთის პრეზიდენტი ელცინი აშშ-ს კონგრესში Боже храни Америку ” – ს აღტკინებული სახით გაყვიროდა.
აშშ-ს პირდაპირი ხელშეწყობით ხდებოდა აფხაზური შენაერთების გაძლიერება , გზების , ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
ედუარდ შევარდნაძე ღიად ეწინააღმდეგებოდა ქართული სამხედრო შენაერთების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლას.
საუბედუროდ, მოხდა ის რაც მოხდა. შევარდნაძის სუსტმა ძალაუფლებამ თავიდან ვერ აიცილა საქართველოს შემადგენელი ტერიტორიული ერთეულის ოკუპაცია.
ამერიკელების ზეწოლის შედეგად მან უარი თქვა 1993 წლის 1 სექტემბრამდე რუსეთისათვის მოცემული პირობის – საქართველოს დსთ-ში შეყვანაზე, მანამდე სანამ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე გარდაუვალი გახდებოდა.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ედუარდ შევარდნაძის მიერ რუსეთისათვის მიცემული პირობის შესრულების შემთხვევაში საქართველო არ დაკარგავდა აფხაზეთს. მოვა დრო ამ მოლაპარაკებების ( შეთანხების ) აქტორები თავად იტყვიან სიმართლეს.
ამიტომაც ღიად ვაცხადებ, საქართველოს ოკუპანტი არის ამერიკის შეერთებული შტატები, შემსრულებელი – რუსეთის ფედერაციის იმჟამინდელი პრეზიდენტი.
აფხაზეთში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს საქართველოს მოქალაქედ მივიჩნევ.
აფხაზეთის დამოუკიდებლობა არის მითი, სამწუხაროდ, როგორიც ეს იყო საქართველოს შემთხვევაში დღევანდელ დღემდე 1992-2022 წლებში.
ორპოლუსიანი მსოფლიოს პერსპექტივამ მთლიანად შეცვალა არსებული რეალობა.
2024 წლის 26 ოქტომბერს საბოლოოდ დასამარდება ამერიკული ბატონყმობა საქართველოში!
მოვა დრო აფხაზები, ოსები და ქართველები კვლავ ერთად შევქმნით ერთიან ძლიერ სახელმწიფოს. ჩვენი, როგორც მათი, ერთმანეთს გარეშე სრულფასოვნად განვითარება შეუძლებელია.
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია