19 თებერვალი 2025

იური კიმი: ეს სიგიჟეა, ეს სიცრუეა!

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, იური კიმმა (ქალია, კაცი არ გეგონოთ) საქართველოს ხელისუფლება ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

  • „როდესაც ამტკიცებ, რომ აშშ-ს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა.
  • როდესაც ამტკიცებ, ამერიკის ელჩი, ამერიკის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, საქართველოს მსგავსი მეგობარი ქვეყნის არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ გადატრიალების მოწყობის მიზნით ფარულ ოპერაციას ხელმძღვანელობს, კიდევ ერთხელ, ყალბი ინფორმაციაა.
  • როდესაც ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა“, – განაცხადა იურიმ.

იურიმ აღნიშნა, რომ არ შეიძლება ერთი რამ განაცხადო და მეორე გააკეთო.

  • „არ შეიძლება განაცხადო, რომ შენ შენს ხალხს წარმოადგენ, მომავალი ევროპაში გსურს და აშშ-სთან – მყარი ურთიერთობა და შემდეგ აკეთებ იმას, რაზეც შენი ხალხი და მეგობრები გეუბნებიან, რომ არის ის რასაც რუსეთი აკეთებს და რაც რუსეთს სურს.
  • ეს სიგიჟეა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“, – აღნიშნა კიმმა.