7 დეკემბერი 2024

ნაცებო, ილოცეთ ბატონ ბიძინას ჯანმრთელობაზე!

არავის არ უკვირს და არანაირი ექსპერტობა არ სჭირდებოდა იმის მოლოდინს, რომ საქართველოს დაუძინებელი მტრები, რომლებსაც არანაირი თეორიულიც შანსი არ აქვთ არჩევნებში ლეგალური გზით გამარჯვების, მსგავს უბინძურეს ქმედებაზე წავიდოდნენ.

ინფორმაციის მხოლოდ ერთი შესწორებით:

  • არანაირი ” სხვა ლიდერები”. საქმეში არ არსებობს,რადგან ეს მხოლოდ “ოცნების” წისქვილზე დაასხამს წყალს. არავის ვერჩი, უბრალოდ”ოცნების” არც ერთი ლიდერი ახლოსაც ვერ მივა ბატონ ბიძინას ღვაწლთან , პასუხიმგებლობასთან ქვეყნის წინაშე, მის რეიტინგთან.
  • დიახაც, დღეს, ერთადერთი ადამიანი, ვისაც უშუალოდ აბარია ქვეყნის ბედი, უსაფრთხო მომავალი ეს ბატონი ბიძინა ივანიშვილია!

რა გასაკვირია ,რომ იგეგმებოდა და სავარაუდოდ, კვლავაც დიდი ალბათობით აქტუალურია ტერაქტის განხორციელების დაუოკებელი სურვილი
მხოლოდ და მხოლოდ ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც ამერიკული ომის პარტია ვერ ბედავს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ღიად მოწყობას, ეს ბატონ ბიძინას ფაქტორია.

ისინი დარწმუნებულები არიან და მიხარია,რომ ასე სჯერათ, რომ ბატონ ბიძინას უკან რუსეთი და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა დგას
და, რომ უმნიშვნელო მცდელობაც კი ბატონ ბიძინას მიმართ, ტერორისტული აქტის განხორციელების, მყისიერად გამოიწვევს რუსეთის საჯარო შენაერთების მიერ თბილისის დაკავებას.

ბევრჯერ მითქვამს და კვლავ ვიტყვი: რუსეთი, მისი ლიდერი – ვლადიმერ პუტინი , რომელმაც მხოლოდ 2022 წლის 24 თებერვალიდან მოყოლებული საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვას უკრაინაში, ბრძოლას მსოფლიო ბოროტებასთან შესწირა ასი ათასობით საკუთარი მოქალაქის სიცოცხლე, არ დაუშვებს საქართველოს “ხონჩით მირთმევას” ამერიკელებისათვის.

რუსეთის მიერ საქართველოში ძალისმიერი მეთოდების გამოყენების ერთადერთი ზღუდე, შემაკავებელი კედელი ბატონი ბიძინა ივანიშვილია!

სწორედ, რომ თქვენ ტვინდაბნელებული ნაცები უნდა ლოცულობდეთ მასზე ,უნდა უფრთხილდებოდეთ ბატონ ბიძინას სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ დავაკონკრეტებ, მოგიწევთ ” ქაბული 2 ” გამეორება. არ გსურთ გადახედეთ რა პროცესები განვითარდა ქაბულის აეროპორტში ამერიკელების გაქცევისას ავღანეთიდან?

P.s. ყველა ოდიოზური ნაცის ” უფლებადამცველი” როგორ ეს რამიშვილია?
ეს ის რამიშვილია, რომელსაც ადვოკატური საქმიანობაც კი ჰქონდა შეჩერებული დავით გარეჯის საქმეში გაყალბებული რუქების ჩართვის გამო.
დააკვირდით,თან როგორ ღიმილნარევი ირონიით საუბრობს ” თურმე ბიძინა”…

ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია