18 მაისი 2025

ირაკლი კობახიძე: 26-ში პირველი მოგების ჯერია!

26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

პრემიერი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მადლობას უხდის.

  • „ჯერ იყო ევროპაზე პირველი გასვლა, შემდეგ ევროპაზე პირველი გოლი, დღეს ევროპაზე პირველი ქულა, 26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია!

26 ჩვენი დღეა. მადლობა ბიჭებს!“ – წერს პრემიერი.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.