არმენპრესი: ბათუმი-ერევანის სამგზავრო მატარებელი რეისებს 24 ივნისიდან შეასრულებს
ბათუმი-ერევნის სამგზავრო მატარებელი რეისებს 24 ივნისიდან შეასრულებს – ამის შესახებ ,,სამხრეთ კავკასიის რკინიგზაში” აცხადებენ.
- ”დადგა ზაფხული, დასვენების სეზონი! გაატარეთ შვებულება შავი ზღვის სანაპიროზე და დასასვენებელ ადგილზე მოხვედრაში ჩვენ დაგეხმარებით! 24 ივნისიდან ერევანი-ბათუმი-ერევნის მარშრუტზე მატარებელი ყოველ მეორე დღეს იმოძრავებს! პირობებისა და მატარებლების განრიგს შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე გაეცნოთ“, – ნათქვამია სომხური კომპანიის განცხადებაში.
სომხეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა 14 ივნისს აღდგა. ის სომხეთის ჩრდილოეთი საზღვრისპირა რაიონებში დამანგრეველმა წყალდიდობამ შეაფერხა, რის შედეგადაც რკინიგზის 2-კილომეტრიან მონაკვეთზე მეტი დაზიანდა“, – იუწყება „არმენპრესი“.