საქართველოს ევროპისკენ გზა “ქართული კოშმარის” მიერაა დაბლოკილი

საქართველოს ევროპისკენ გზა “ქართული კოშმარის” მიერაა დაბლოკილი, – ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის (სეიმის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონის “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
პავილიონისი სეიმში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
- “შთამაგონებელი შეხვედრა [მქონდა] სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან – სრული მხარდაჭერა [გამოვუცხადეთ] სომხეთის ევროპულ გზას სპიკერ ვიქტორია ჩმილიტე-ნილსონთან შეხვედრაზე. იმავე დღეს სეიმში მთელი გულით მივესალმეთ ლიბერალურ ოპოზიციას საქართველოდან, რომლის ევროპისკენ გზა “ქართული კოშმარის” მიერაა დაბლოკილი”, – წერს პავილიონისი.