რუსეთმა და ჩრდილოეთ კოერამ ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას
რუსეთისა და ჩრდილეოთ კოერის ლიდერებმა, ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა, ფხენიანში მოლაპარაკებების შემდეგ, ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობის შეთანხმებას.
რუსეთის პრეზიდენტმა მომზადებულ დოკუმენტს ფუნდამენტური უწოდა და აღნიშნა, რომ ის მრავალი წლის განმავლობაში მოსკოვსა და ფხენიანს შორის ურთიერთობების საფუძველი იქნება.
პუტინსა და კიმ ჩენ ინს შორის მოლაპარაკებები დელეგაციების მონაწილეობით დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა, ხოლო ტეტ-ა-ტეტ ფორმატში დაახლოებით ორ საათს.