@ქალა რეზიდენტო, ქართველებს ბევრი გამოთქმა გვაქვს მთელი შენი ბოდვის საპასუხოდ, აირჩიე: “ვარია ნიორწყალში” , “მოხარშული წაბლი”, აბრექილი პენისი…
რადგან, საქართველოს ერთმნიშვნლოვნად მტრები, საზოგადოებას ახალი ამერიკული ზღაპრის „სიკეთის“ შესახებ თავდაჯერებით ესაუბრებიან, არ დავიზაროთ და განვიხილოთ რეზიდენტ ზურაბიშვილის „ქართული გეგმა“, რევოლუციური ცვლილებების, თუ “საქართველოს გადარჩენის” , “ეროვნული თანხმობის”, “დეპოლარიაციის” და ა.შ., რა გზას თავაზობს ის საქართველოს მოსახლეობას.
გეგმის თანახმად, ზურაბიშვილის, გვარამიას, ბოკერიას, ხაბეიშვილის,ხაზარაზეს,ხოშტარიას და ხელმომწერი მთელი სექტის მიზანია:
- ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ანუ რუსულ კანონს, ,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს, ე.წ. მოსმენების და ოფშორების კანონებს და სხვა. ანუ, პირველ რიგში ისინი შეცვლიან საარჩევნო კოდექსს, რაც მათ „დემოკრატიულად“ გზას გაუხსნის „არჩევნებამდე – არჩვენებში“ გასამარჯვებლად, „და სხვა“ კი – ნიშნავს მთელი ქართული კანონდებლობის სათავისოდ მიჭრა-მოჭრას , რასაც უნდა დატოვებენ, რასაც უნდა გააუქმებენ „ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონის“ სახელით!
- გაათავისუფლებენ კლანური მმართველობისგან , მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით; აქვე აზუსტებენ , რომ შემოწმება შეეხება, ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია; ანუ, ზურაბიშვილმა, გვარამიამ, ბოკერიამ, ხაბეიშვილმა,ხაზარაზემ,ხოშტარიამ და მთელმა სექტამ უნდა „გაათავისუფლოს სასამართლო კლანური მმართველობისგან“. ოღონდ, საწუხაროდ, არ წერია როგორ, მაგრამ, ცხადია, იმავე მეთოდებით, როგორც ეს მოხდა 2003 წელს- ერთგულებაზე დაფიცებით, ან და მათი პირდაპირ ქუჩაში გაყრით. გაჟღერებულ „პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების“ ცნებასაც – უშუალოდ ეს სექტა განსაზღვარვს, თუ, რომელი სასამართლო განაჩენი იყო და არის „პოლიტიკურად მოტივირებული“ და რომელი არა,
- შეამოწმებენ მოსამართლეთა დაუსაბუთებელ ქონებას და ალბათ, აქაც იმოქმედებენ საბჭოთა გაკულაკების მეთოდებით,
- პირადპირ, ღიად ემუქრებიან , მთელს სასამართლო ხელისუფლებას, რომ „შემოწმებენ“ საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს;
- შემოწმებენ (ალბათ, ავტომობილების ტექ- დათვალიერების“ პრინციპით) ყველა ახალ მოსამართლეს. სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც „აღმოფხვრის სასამართლოს გადატვირთულობას“ ( თურმე, მეტი სხვა დარდი არ აქვთ!) და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას; „სასამართლო საქმეთა განხილვის ვადების დარღვევის“ მოტოვით ერთგულებაზე „შეამოწმებენ „ ( ალბათ, პენისს გაუზომავს ნიკოლოზ გვარმია) ახალ დ ა მ ა ტ ე ბ უ ლ ( და არა არჩეულ ) მოსამართლეებს,
- მოახდენენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ძირეული რეფორმას და პარტიულად დაიქვემდებარებენ მას – ჩამოერთმევენ მათი აზრით „ჭარბ უფლებამოსილებას“ კერძოდ: დისციპლინური სამართალწარმოების უფლებას, რაცმოსამართლეთა დევნის ბერკეტია;
- შეცვლიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესს და მათი „საბჭო“ შეამოწმებს კანდიდატებს მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი კრიტერიუმებით,
- გენერალური პროკურორს აირჩევენ „ მაღალი ქვორუმით“ და მხოლოდ ერთი ვადით, გვპირდებიან საპროკურორო საბჭოს გააძლიერებას და ალბათ, მათი პარტიული კადრებით,
- ძალაუფლების „დე-კონცენტრაციის მიზნით“, ჩატარებენ სუსის და შსს-ს ძ ი რ ე უ ლ ი რეფორმას, ოღონდ არ აკნონკრეტებენ , როგორ რანაირად , რა არ მოწმოთ და რას ცვლიან. სავარაუდოდ, პატივს დაგვდებს და სუს-ს პირადად ნიკოლოზ გვარმია „გადაარეფორმირებს“,
- გააძლიერებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მიანიჭებენ „რეალურ დამოუკიდებლობას“, რადგან მოქმედ თავმჯდომარეს ვერ მართავაენ საკუთარ ჭკუაზე,
- ანტიკორუფციულ სააგენტოს გამოყოფენ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და მისგან შექმნიან კიდევ ერთ სახელწმიფო რეპრესიულ მანქნანას, „მიანიჭებენ რეალურ ბერკეტებს“.
- არ დაავიწყდათ და მიხედავენ ეროვნულ ბანკსაც, და მას „დაუბრუნებენ დამოუკიდებლობას“ , გაზრდიან საბჭოს წევრთა რაოდენობის , რათქმაუნდა სასურველი კადრებით, თითქოსდა „ აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსის“ მოტოვით,
- გააუქმებენ ეროვნული ბანკის მოქმედი ხელმძღვანელის მიერ „ერთპიროვნულად“ მიღებული ბრძანებას, რომელიც მათი აზრით „ეწინააღმდეგება საქართველოს საერთშორისო ვალდებულებებს“,
- მარეგულირებელ ორგანოებს გაათავისუფლებენ „პოლიტიკური გავლენებისგან „ და დამოუკიდებელი ხელმძღვანელები დაინიშნებიან „დემოკრატიული წესით“.
- დახვეწავენ და საკუთარ თავზე მოირგებენ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესს,
- დაიწევენ საარჩევნო ბარიერს,
- აღდგენენ პარტიული ბლოკების შექმნის შესაძლებლობას,
- მოიცლიან და გადახედავენ პარტიების დაფინანსების წესს,რაც მათი აზრით – ძალიან მცირეა აშკარად,
- დიასპორას მიცემენ არჩვენებში „შეუფერხებლად“ (შეუფერხებელი – მთავარი გასაღები ეს სიტყვაა აქ!) მონაწილეობის შესაძლებლობას.
მთავარი სიხარული კი წინ გველის : თურმე, პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, მათი ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პუნქტის შესრულებისთანავე : ზურაბიშვილი, გვარამაია, ბოკერია, ხაბეიშვილი,ხაზარაზე,ხოშტარია და ხელმომწერი მთელმა სექტა საზეიმოდ გვპირდებიან, რომ :
- დაუსაბუთებელ ქონება ჩამორთმეული , გაცხრილული და ერთგულების პრინციპით შერჩეული, კეთილსინდისიერების ტესტს გავლილი, საკუთარი მოსმართლეებით,
- შეცვლილი საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებით;
- დანიშნული ახალი მოსამართლეებით,
- „ჭარბ უფლებამოსილება ჩამორთმეული“, ძირეულად რეფორმებული იუსტიციის უმაღლეს საბჭოთი,
- „საბჭოს“ მიერ შერჩეული, “კონსტიტუციით დადგენილი კრიტერიუმებით განახლებული“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით,
- „მაღალი ქვორუმით“ არჩეული ახალი გენერალური პროკურორით,
- ძალაუფლება „დე-კონცენტრაცირებული“ და განახლებული სუს-ის და შსს-ს ხელმძღვანელებით,
- „გააძლიერებული“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურით,
- „რეალურ ბერკეტებს მინიჭებული“ ანტიკორუფციული სააგენტოთი,
- „დამოუკიდებლობა დაბრუნებული“ ეროვნული ბანკით და მისი საკუთარი პრეზიდენტით,
- „პოლიტიკური გავლენებისგან“ გათავისუფლებული მარეგულირებული ორგანოების „დემოკრატიული წესით“ დაშნიშნული ხელმძღვანელებით, (ისე არიან საკუთარ დარწმუნებული გამარჯვებაში, “მარეგულირებული ორგანოების” ჩამონათვალიც დაეზარათ!)
- შეცვლილი სარჩევნო კოდექსით,
- ცესკოს მათი სასურველი შემადგენლობით დაკომპლექტებული და არჩეული ახალი თავმჯდომარით,
- გაუქმებული და მიჭრილ- მოჭრილი კანონმდებლობით,
- აღდგენილი და სავაჭრო დუქნებად ქცეული პარტიული ბლოკებით, მომზადებენ და ჩატარებენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს „თავისუფალ და სამართლიან“ პირობებში.
მთავრობის სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება საქართველოს რეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც მისივე სიტყვებით , მინიმუმ კიდევ ერთი ვადით იქნება გაბრწყინებული , თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული და ა.შ. საქართველოს პრეზეიდენტი .
ქართველებს ბევრი გამოთქმა გვაქვს მთელი ამ ბოდვის საპასუხოდ: “ვარია ნიორწყალში” , “მოხარშული წაბლი”, აბრექილი პენისი… თუმც, არც ერთი და განსაკუთრებით ბოლო, ქორფა ფეხბურთელის არ გაკლიათ, მაგრამ მაინც აირჩიეთ , რომელი გსურთ ქალბატონო რეზიდენტო?
ამდენ ჯახირს და წვალებს, არ სჯობდა , რომ პირდაპირ, ორი სიტყვით გეთქვათ: გეყოფათ, გადმოგვაბარეთ ხელისუფლება , უნდა დაგიჭიროთ, გაგასამართლოთ, გაგაკულაკოთ, ციხეებში ჩაგყაროთ, გაგაუპატიუროთ, კვლავ ის 1% ბიზნესებიც უნდა წაგართვათ, 99% რომ კვლავ ნაც.სექტის ხელთაა…
ნურას უკაცრავად, ვერ მოგართვით, ვერ ეღირსებით , ეს არ მოხდება – არა და არასოდეს, რეზიდენტო @ქალავ!
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია