ფინ,ფან,ფურ… გორჯესტანს მოუყევი ეგ ზღაპრები ძილის წინ!
დეტალურად არ ჩამოვთვლი საქართველოს პრეზიდენტად წოდებული, ასტრალში გასული ქალის ბოდვებს, რასაც მან ბევრი “ს” – ების თანხლებით “საქართველოს გადარჩენის გზა უწოდა”. მსგავსი რამ ბევრი მომისმენია ფსიქიატრიული განყოფილების პაციენტებისგან, მაგრამ, მათგან განსხვავებით, თუ იქ ,ზურაბიშვილის სულიერი და-ძმების, “ნაპოლეონების”, ” თამარ დედოფლების” აუდიტორია მაქსიმუმ სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმით შემოიფარგლება, პოლიტიკურად ტოქსიკურ ქაჯს , ე. წ. პრეზიდენტს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიო უსმენს და წარმოდგენა ექმნება საქართველოს, ზოგადად ქართველი ადამიანის მენტალურ შესაძლებლობებზე.
ერთი ქართული მხატვრული ფილმის არ იყოს ავანტიურისტმა მადამ დე პომპადურმა საქართველოს პოლიტიკური სისტემა გადაატრიალა, ” კუბიკ- რუბიკივით” დაშალა- ააწყო, ისევ დაშალა ,მიაცამტვერა…
- თქვა, რომ, ნაცები , თურმე დ რ ო ე ბ ი თ , ერთ წელში საკუთარი სურვილით დათმობენ ხელისუფლებას და სწორედ, აი, მაშინ დაიწყება საქართველოს აღორძინების ხანა… მადამ ჟუჟუ, თუ კუკუ, გორჯესტანს მოუყევი ეგ ზღაპრები ძილის წინ!
იმერლებმა რომ იციან: შე ქალო, კონსტიტუციას რომ კიდევ ერთხელ გადაუარ- გადმოუარე , პრეზიდენტობის ვადაც რომ თვითნებურად გაიხანგრძლივე, რატომ გერიდება , თქვი ბარემ, მონარქიაც ხომ არ აღგვედგინა და დედა- დედოფლად გვეკურთხებინე?
რა პრობლემაა , გამოგიძებნის ნახევარქათამა გვარამია , გექნება სადმე ბაგრატოვანთა ფესვებიც!
- რის გადაბარება, რა ტექნიკური მთავრობა, რას მიაცვ- მააცვამ, გვარამიას და სააკაშვილის ხელში საქართველოს ჩაგდება , ხომ ავტომატურად მის სრულ დაშლას, განადგურებას , სისხლს, ომს, ნგრევას ნიშნავს?
მარტივად,შენს გასაგებ ენაზე , რომ გითხრა , არ აღსრულდება ეგ შენი ზღაპრები, “ არა და არასდროს-ს” არ მოხდება ეგ, კარგად ვიცნობთ თქვენს მოდგმას და იმიტომა!
გეყო გართობა, შენი ნევრი არ მაქვს, ჩააქრე შუქი და დაიძინე, ისედაც გარღვევა გაქვს ბიუჯეტში!
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია, კავკასიის მედიცინის ცენტრი