ისრაელის მთავრობა : Associated Press-ის მაუწყებლობა საზიანოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის
ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამერიკული Associated Press-ის სააგენტოს სამაუწყებლო აღჭურვილობა ჩამოართვეს, ასევე შეწყვიტეს სააგენტოს პირდაპირი ეთერი, ყატარის ტელეარხის Al Jazeera-სთან. ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ხუთშაბათს სააგენტოს ოფისს სდეროტში მოეთხოვათ შეეწყვიტათ მაუწყებლობა ღაზას სექტორის ჩრდილოეთით, რაზეც ოფისის თანამშრომლებმა უარი განაცხადეს.
სამშაბათს ნაშუადღევს ისრაელის კავშირგაბმულობის სამინისტროს თანამშრომლები მივიდნენ Associated Press-ის ოფისში, ჩამოართვეს აღჭურვილობა და შეწყვიტეს მაუწყებლობა.
„Associated Press მკაცრად გმობს ისრაელის მთავრობის ქმედებებს მაუწყებლობის შეწყვეტისა და AP აღჭურვილობის ჩამორთმევის შესახებ“, – თქვა ლორენ ისტონმა, „Associated Press“-ის კორპორატიული კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტმა.
- მისი თქმით, მაუწყებლობა შეწყდა არა მისი შინაარსის გამო, არამედ ისრაელის მთავრობის მიერ ახალი უცხოური მაუწყებლობის კანონის “ბოროტად გამოყენების” გამო.
ისტონმა ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდა დააბრუნონ აღჭურვილობა და “დაუყოვნებლივ” აღადგინონ მაუწყებლობა.
მაისში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ალ ჯაზირას ტელეარხის დახურვას ქვეყანაში.
- აპრილის დასაწყისში ისრაელის პარლამენტმა (ქნესეტმა) მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საშუალებას აძლევს მთავრობას დახუროს სატელევიზიო არხის ფილიალი ისრაელში იმის გამო, რომ ქსელის მაუწყებლობა ზიანს აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას.
ისრაელის მთავრობის უსაფრთხოების ბლოკი მიიჩნევს, რომ მაუწყებლობა, კერძოდ, ღაზას სექტორში განვითარებული მოვლენების შესახებ, საზიანოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. მთავრობამ არაერთხელ განიხილა ამ ტელეარხის ისრაელში ფილიალის დახურვის საკითხი, მაგრამ მძევლების მოლაპარაკებებში ყატარის როლის გათვალისწინებით, ეს საკითხი მუდმივად გადაიდო.
უცხოური სატელევიზიო არხების მაუწყებლობის შეწყვეტა ან მედიის აკრედიტაციის გაუქმება შესაძლებელი გახდა ისრაელში ჯერ კიდევ 2023 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც მთავრობამ დაამტკიცა გადაუდებელი წესები მაუწყებლების დახურვისთვის, რომლებიც იწვევს „სახელმწიფოს უსაფრთხოების ზიანს“.
აღნიშნული შესანიშნავი მაგალითია საქართველოს ხელისუფლებისათვის მაუწყებლობა შეუზღუდოს საქართველოს უსაფრთხოებისათვის საზიანო ტელე-კანალიზაციებს.