დავით ქანთარია: ბევრს ისიც უკვირს, როგორ ვარ ცოცხალი
სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის მსხვერპლი, ფოთის ყოფილი მერი დავით ქანთარია ეტლს მიჯაჭვული დღემდე სამართლიანობის აღგენას ელის. სააკაშვილის რეპრესიების გამოძახილს ქანთარია წლებია ებრძვის.
- “მეგობრებო! ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე მომიწია ჩემი ჯანმრთელობის შესახებ პოსტის დაწერა, ფოტოების დართვით, რისთვისაც ვიხდი ბოდიშს!ამას ვაკეთებდი შეგნებულად, იმის შესახსენებლად , რომ ამ ქვეყანაში პარპაშებდა სააკაშვილის რეჟიმი. რისი მსხვერპლიც მე ვარ და რათქმა უნდა მუდმივად შევახსენებ ჩემს ყოფას .
- ბევრს ისიც უკვირს, როგორ ვარ ცოცხალი! ნორმალური არცერთი დღე არ მახსოვს თანამდებობაზეც. 26 წლის დამნიშნეს 1993 წელს წალენჯიხის გამგებებლად და ბევრი უბედურება გადავიტანე!
- როდესაც მიშას ვახსენებ,მავანნი თავს არიდებენ მსგავს პოსტებს! ნათესავიც მათ შორის! მაგრამ მე მაინც მიყვარს ყველა.❤️ ვინც სიკეთე მისურვეთ მათ დიდი სიყვარულით და პტივისცემით ვუხდი მადლობას.
- მადლია თქვენი დალოცვა! მოკლედ აწი მსგავსს ფოტოებს აღარ დავდებ.. ამ ჩემ ფეხებსაც😁 მოვირჩენ 3-4 თვეში ! ყველაფერი კარგად იქნება”🙏❤️ – წერს დავით ქანთარია.