რაისის ვერტმფრენი ამერიკული წარმოების იყო
ვერტმფრენი “Bell-212” რომელშიც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ ამერიკული წარმოების იყო, იუწყება სააგენტო Tasnim.
Bell-212 არის Bell-204\205 სამხედრო ვერტმფრენის სამოქალაქო ვერსია, რომელსაც შეერთებული შტატები იყენებდა ვიეტნამის ომის დროს. ვერტმფრენი აღჭურვილია ორი ძრავით და გათვლილია 15 ადამიანზე.
ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა როიტერს განუცხადა, რომ ისრაელი არ მონაწილეობდა პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის მკვლელობაში.
ირანში აქტიურად განიხილება ამერიკული კვალის და ტერაქტის ვერსია.
მოჯთაბა ხამენეი, ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის ვაჟი, პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატი გახდება , წერს გაზეთი Politico.